მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარ­ნე­უ­ლის მერს თე­მურ აბა­ზოვს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს. რო­გორც ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მო­სულ­მა აბა­ზო­ვის ად­ვო­კატ­მა ზვი­ად ასა­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, აბა­ზო­ვი თავს საკ­მა­ოდ მხნედ გრძნობს. კი­თხვა­ზე, აღი­ა­რებს თუ არა თე­მურ აბა­ზო­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს, ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა წი­ნას­წა­რი აღ­მკვე­თის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თავს.

მარ­ნე­უ­ლის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბა მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟეტ­შია ნათ­ქვა­მი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე მარ­ნე­უ­ლის მერი და­ა­კა­ვა, ხოლო ცე­მის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის და კი­დევ 2 პი­რის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს. კითხვაზე, აღიარებს თუ არა თემურ აბაზოვი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურა წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს