ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ, სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული. კერძოდ, პროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. მათ შორის, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენება ვეღარ მოხდება.
„ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე- 4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი,“-აღნიშნულია პროექტში. განაგრძეთ კითხვა