მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის მერს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ
მარნეულის მერს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მარ­ნე­უ­ლის მერს ად­ვო­კა­ტე­ბი დღეს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“თე­მურ აბა­ზო­ვის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ჯე­რებ­ლად აბა­ზოვ­თან რუს­თა­ვის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შევა. ად­ვო­კა­ტი არ სა­უბ­რობს მარ­ნე­უ­ლის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, აღი­ა­რებს თუ არა ის იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, რა­საც მას პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბა. თე­მურ აბა­ზოვს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნე­ბენ.

მარ­ნე­უ­ლის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბა მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟეტ­შია ნათ­ქვა­მი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე მარ­ნე­უ­ლის მერი და­ა­კა­ვა, ხოლო ცე­მის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის და კი­დევ 2 პი­რის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მარნეულის მერს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

მარნეულის მერს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ მარნეულის მერს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ის პოზიციების შესაჯერებლად აბაზოვთან რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის პირველ ნახევარში შევა. ადვოკატი არ საუბრობს მარნეულის მერის პოზიციაზე, აღიარებს თუ არა ის იმ დანაშაულის ჩადენას, რასაც მას პროკურატურა ედავება. თემურ აბაზოვს სავარაუდოდ, დღესვე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ