პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი
გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, უნდა გახ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უნდა დას­რულ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სი, როცა სა­ზო­გა­დე­ო­ბამ არ იცის, ვინ და რა­ტომ ხსნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს. „გუ­შინ­დე­ლი გა­დად­გო­მის მოხ­სე­ნე­ბა სწო­რე­დაც, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი პო­ლი­ტი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს. გუ­შინ, ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რი წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მან თქვა, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ანუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ა­კომ­პლექ­ტოს ახა­ლი მთავ­რო­ბა. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი ბევ­რად უფრო გა­სა­გე­ბი, გან­ჭვრე­ტა­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს ვინ, რა­ტომ, უცებ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­დი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი, ისე­ვე, რო­გორც წინა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წას­ვლის დროს ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია.

რა­ტომ მი­დი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი, რა არის ამის უკან მდგა­რი არ­გუ­მენ­ტი?! რა პრინ­ცი­პით და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი?! მი­მაჩ­ნია, რომ ეს მას­კა­რა­დის პე­რი­ო­დი, როცა უცებ ირ­ჩე­ვი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი, რა პრინ­ცი­პით - ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ეს უნდა დამ­თავ­რდეს. თუ ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ზე და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფორ­მი­რე­ბა­ზე ვამ­ბობთ, მარ­ტი­ვად მო­გახ­სე­ნებთ, იქ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი არი­ან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, უნდა გახ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან პო­ლი­ტი­კა­ზე და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო პრო­ცე­სის ფორ­მი­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბია. თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ ისე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნა­ზე და არ­ჩე­ვა­ზე, რომ­ლის მი­მარ­თაც არ გაჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ვდგა­ვართ და ასე ფორ­მირ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ დღეს ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზას­თან ვერ­თი­ან­დე­ბით, ვმსჯე­ლობთ და გან­ვი­ხი­ლავთ. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ამ პრო­ცე­სის და­სას­რუ­ლი უნდა იყოს ეს, რო­დე­საც არ ვი­ცით ვინ, რა პრინ­ცი­პით ხსნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს, რა პრინ­ცი­პით არ­ჩევს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მო­უ­წო­და პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლონ.

„მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, მათ შო­რის, მმარ­თველ პარ­ტი­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად და და­ა­სა­ხე­ლონ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის პარ­ტი­ის ლი­დე­რი, რო­მელ­თა­ნაც მე მი­მუ­შა­ვია, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის კარ­გი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ვმუ­შა­ობ­დი მე რო­გორც მი­ნის­ტრი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი, სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტუ­რი იყო, მაგ­რამ ეს მას­კა­რა­დი, რო­დე­საც ინიშ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და რე­ა­ლუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი თურ­მე არის პარ­ტია და ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემი აზ­რით, ავ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს, ავ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს და ავ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი

გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი

ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს. „გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ, ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ვინ, რატომ, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ისევე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრის ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია.

რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?! რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?! მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როცა უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, რა პრინციპით - ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები