პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას
ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა არ მი­თხო­ვია, ვი­თხოვ­დი გა­ხა­რი­ას და წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მას, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­რა­ლი­ძე თა­ვი­სი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტა­ლე­ბის და­მალ­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა არ მი­თხო­ვია, ვი­თხოვ­დი გა­ხა­რი­ას და წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მას. მე რო­დე­საც შევ­ხვდი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, ვერ და­ვი­ნა­ხე, რომ მან ამ საქ­მის შე­სა­ხებ რამე იცო­და და და­მა­ლა. ვინც და­მა­ლა, მათ გა­დად­გო­მას ვი­თხოვ­დი. რა­ტომ იკა­ვე­ბენ პოსტს, ძა­ლი­ან მიკ­ვირს", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, ვინ რჩე­ბა მთავ­რო­ბა­ში, ვისი იმე­დიც მას გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში აქვს, სა­რა­ლი­ძემ უპა­სუ­ხა: "ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ამ წუთ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ლომ­ჯა­რი­აა, რო­მელ­თა­ნაც ხში­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს და ერ­თობ­ლი­ვად ვა­კონ­ტრო­ლებთ ამ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არც ერთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში წინ­გა­დად­გმულ რა­დი­კა­ლურ ნა­ბიჯს ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო: ზაზა სა­რა­ლი­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შემ­დეგ

მი­სი­ვე თქმით, მარ­თა­ლია უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ მან უნდა და­ამ­ტკი­ცოს და მო­ი­პო­ვოს თა­ვი­დან მისი ნდო­ბა.

"თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ", - აღ­ნიშ­ნა სა­რა­ლი­ძემ.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­დე­გად, მთავ­რო­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დამ­დგა­რია. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა ან მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სხვაგ­ვა­რად შე­წყვე­ტა მთავ­რო­ბის სხვა წევრთა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს.

00:00 / 00:00

ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

სარალიძე თავისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალების დამალვაში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ადანაშაულებს.

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. მე როდესაც შევხვდი გიორგი კვირიკაშვილს, ვერ დავინახე, რომ მან ამ საქმის შესახებ რამე იცოდა და დამალა. ვინც დამალა, მათ გადადგომას ვითხოვდი. რატომ იკავებენ პოსტს, ძალიან მიკვირს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე - პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას გამოძიების პროცესში აქვს, სარალიძემ უპასუხა: "ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინგადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ", - განაცხადა სარალიძემ.

ნახეთ ვიდეო: ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ

მისივე თქმით, მართალია უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს და მოიპოვოს თავიდან მისი ნდობა.

"თუმცა, ჯერჯერობით უნდობლობას ვუცხადებ", - აღნიშნა სარალიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ