პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგორი შესაძლოა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს - ბიბილოვის "ბრძანება" ადგილობრივ ქართველებს შემოსავლის გარეშე ტოვებს
ახალგორი შესაძლოა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს - ბიბილოვის "ბრძანება" ადგილობრივ ქართველებს შემოსავლის გარეშე ტოვებს

ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­დან ყვე­ლა ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­უშ­ვეს, რო­მე­ლიც რუ­სულ და ოსურ ენებ­ზე არ სა­უბ­რობს. ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 7 ივ­ნისს ახალ­გორ­ში ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი გახ­სნეს, რო­მელ­საც დე-ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის "პრე­ზი­დენ­ტი" ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და რუ­სე­თის ე.წ. "ელჩი" მა­რატ კუ­ლახ­მე­ტო­ვიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი, ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რო­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად აშენ­და და მას­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბი 4 ცვლა­ში ის­წავ­ლი­ან. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 100 ბავ­შვი... პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მას სო­ცი­ა­ლურ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა" - წერს ოსუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­დან ძვე­ლი პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც რუ­სულ და ოსურ ენებ­ზე ვერ სა­უბ­რობ­და, და­ი­თხო­ვეს.

აქამ­დე ახალ­გო­რის სკო­ლა­ში მო­თხოვ­ნა მხო­ლოდ რუ­სუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებ­ზე იყო, რად­გან იქ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცო­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა, ბი­ბი­ლო­ვის ახა­ლი ე.წ. ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლებს და დამ­ლა­გე­ბელ­საც კი, რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ოსუ­რი ენის ცოდ­ნა­საც სთხო­ვენ.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვეს და მათ შო­რის ოსი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და ეს შე­ზღუდ­ვა ოსურ ოჯა­ხებ­საც შე­ე­ხო და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი კი და­ბის და­ტო­ვე­ბას და წე­რო­ვან­ში გა­დას­ვლას ფიქ­რო­ბენ. მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის აზ­რით, ბი­ბი­ლო­ვის პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია, დაბა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან და­ცა­რი­ელ­დეს.

ბოლო დროს, ბი­ბი­ლო­ვის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბერს სა­უბ­რობს ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ცხინ­ვა­ლის რა­ი­ონ­ში "ასი­მი­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე", თუმ­ცა, ოსუ­რი მე­დია წერს, რომ ამის­თვის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა და არც კეთ­დე­ბა. მა­თი­ვე თქმით, ოსუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მაც არ იცი­ან, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში უმე­ტე­სად რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს. სკო­ლებ­ში კი ოსუ­რი ენა სიმ­ბო­ლუ­რად ის­წავ­ლე­ბა.

თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, თა­ვის დრო­ზე, ის ეძებ­და ოსუ­რი ენის რე­პე­ტი­ტორს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

"კულ­ტუ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ბე­სა­რი­ონ ბი­ტა­როვს ვთხო­ვე, იქ­ნებ გახ­სნათ ენის კურ­სე­ბი და ცხინ­ვა­ლი­დან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­იწ­ვი­ოთ-მეთ­ქი... ეს რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ ამას ფული უნდა, რაც მათ არ აქ­ვთო, მი­პა­სუ­ხა..." - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, რა­ი­ონ­ში, სა­დაც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი სამ-ოთხ შტატს ითავ­სე­ბენ და ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც იღე­ბენ, "მშობ­ლი­უ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა არა­ვის უნდა, თუმ­ცა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის კი არა, მო­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხია...".

"სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ეზ­რუ­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ადაპ­ტა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, ახლა, მათ ახალ პრო­ექ­ტებს, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ეწი­რე­ბი­ან" – წერს ოსუ­რი მე­დია.

"რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სკო­ლა, რო­გორც ოსუ­რი, ისე ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან ფი­ნანსდე­ბო­და. საქ­მე ის არის, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღებს მუ­ცი­ნი­პა­ლი­ტე­ტი აფი­ნან­სებს, სკო­ლებს კი – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ცხინ­ვალ­მა ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მა მხო­ლოდ 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო... თუმ­ცა, ბევ­რი იქ თან­ხის გამო არ დარ­ჩე­ნი­ლა, მათ უბ­რა­ლოდ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­სა და სამ­სა­ხუ­რებ­ში ყოფ­ნა არ­ჩი­ეს და ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ახლა ისი­ნი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის გა­რე­შე და­ტო­ვა..." – წერს ოსუ­რი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში არ არის. მათი ვა­რა­უ­დით, სცე­ნა­რის გაგ­რძე­ლე­ბა ასე­თი იქ­ნე­ბა - "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გილ­ზე, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის თა­ვი­ანთ ახ­ლობ­ლებს წი­ნა­გა­რა­დან, ორ­ჭო­სა­ნი­დან და სხვა სოფ­ლე­ბი­დან მო­იყ­ვა­ნენ. ად­რეც ასე იქ­ცე­ოდ­ნენ. გა­მო­დის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს კა­რის­კენ უთი­თე­ბენ, უფრო ზუს­ტად კი - "რაზ­და­ხა­ნის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტის­კენ," – მი­იჩ­ნევს ოსი ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­რატ გუ­კე­მუ­ხო­ვი.

ავტორი:

ახალგორი შესაძლოა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს - ბიბილოვის "ბრძანება" ადგილობრივ ქართველებს შემოსავლის გარეშე ტოვებს

ახალგორი შესაძლოა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს - ბიბილოვის "ბრძანება" ადგილობრივ ქართველებს შემოსავლის გარეშე ტოვებს

ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღებიდან ყველა ის თანამშრომელი გაუშვეს, რომელიც რუსულ და ოსურ ენებზე არ საუბრობს. ოსური მედიის ცნობით, 7 ივნისს ახალგორში ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის ე.წ. "ელჩი" მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდნენ.

"ახალი საბავშვო ბაღი, ორი ქვეყნის მეგობრობის პატივსაცემად აშენდა და მასში აღსაზრდელები 4 ცვლაში ისწავლიან. მთლიანობაში, 100 ბავშვი... პრეზიდენტის თქმით, მას სოციალურ დანიშნულება ექნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და რუსი სამხედროების ოჯახებისთვის კარგი საშუალება იქნება" - წერს ოსური მედია და დასძენს, რომ საბავშვო ბაღებიდან ძველი პერსონალი, რომელიც რუსულ და ოსურ ენებზე ვერ საუბრობდა, დაითხოვეს.

აქამდე ახალგორის სკოლაში მოთხოვნა მხოლოდ რუსულენოვან მასწავლებლებზე იყო, რადგან იქ რუსი სამხედროების ცოლებიც მუშაობდნენ, თუმცა, ბიბილოვის ახალი ე.წ. ბრძანების თანახმად, სკოლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს და დამლაგებელსაც კი, როგორც რუსული, ასევე ოსური ენის ცოდნასაც სთხოვენ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვეს და მათ შორის ოსი უფრო მეტია, ვიდრე ქართველი. მისივე ინფორმაციით, ქართველების გარდა ეს შეზღუდვა ოსურ ოჯახებსაც შეეხო და არაერთი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები კი დაბის დატოვებას და წეროვანში გადასვლას ფიქრობენ. მეარაყიშვილის აზრით, ბიბილოვის პოლიტიკის მიზანია, დაბა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს.

ბოლო დროს, ბიბილოვის ე.წ. ხელისუფლება ძალიან ბერს საუბრობს ახალგორის რაიონის ცხინვალის რაიონში "ასიმილაციის პრობლემაზე", თუმცა, ოსური მედია წერს, რომ ამისთვის არაფერი გაკეთებულა და არც კეთდება. მათივე თქმით, ოსური ადგილობრივებმაც არ იციან, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში უმეტესად რუსულად საუბრობს. სკოლებში კი ოსური ენა სიმბოლურად ისწავლება.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, თავის დროზე, ის ეძებდა ოსური ენის რეპეტიტორს, თუმცა უშედეგოდ.

"კულტურული განყოფილების უფროსს ბესარიონ ბიტაროვს ვთხოვე, იქნებ გახსნათ ენის კურსები და ცხინვალიდან კვალიფიციური სპეციალისტები მოიწვიოთ-მეთქი... ეს რაიონის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, მაგრამ ამას ფული უნდა, რაც მათ არ აქვთო, მიპასუხა..." - ამბობს მეარაყიშვილი.

ოსური მედიის თქმით, რაიონში, სადაც ჩინოვნიკები სამ-ოთხ შტატს ითავსებენ და ანაზღაურებასაც იღებენ, "მშობლიური ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება არავის უნდა, თუმცა, ეს შესაძლებლობის კი არა, მოტივაციის საკითხია...".

"სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის ადაპტაციაზე, თუმცა, ახლა, მათ ახალ პროექტებს, უბრალო ადამიანები ეწირებიან" – წერს ოსური მედია.

"რაიონში არსებული რუსული სკოლა, როგორც ოსური, ისე ქართული მხარისგან ფინანსდებოდა. საქმე ის არის, რომ საბავშვო ბაღებს მუცინიპალიტეტი აფინანსებს, სკოლებს კი – ხელისუფლება... მნიშვნელოვანია, რომ ცხინვალმა ახალგორის რაიონში პირველი ხელფასების გაცემა მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დაიწყო... თუმცა, ბევრი იქ თანხის გამო არ დარჩენილა, მათ უბრალოდ თავიანთ სახლებსა და სამსახურებში ყოფნა არჩიეს და ჩვენმა სახელმწიფომ ახლა ისინი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვა..." – წერს ოსური მედია.

ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ცვლილებების მოლოდინში არ არის. მათი ვარაუდით, სცენარის გაგრძელება ასეთი იქნება - "გათავისუფლებული ადამიანების ადგილზე, ჩინოვნიკების თავიანთ ახლობლებს წინაგარადან, ორჭოსანიდან და სხვა სოფლებიდან მოიყვანენ. ადრეც ასე იქცეოდნენ. გამოდის, რომ ადგილობრივებს კარისკენ უთითებენ, უფრო ზუსტად კი - "რაზდახანის" გამშვები პუნქტისკენ," – მიიჩნევს ოსი ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი.

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი