პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე
ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­რა­ლი­ძე ჩვე­ნე­ბას მოწ­მის სტა­ტუ­სით მის­ცემს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძე აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლად იკი­თხე­ბა.

ზაზა სა­რა­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ის აქამ­დეც უნდა გა­მო­ე­კი­თხა და აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აქამ­დეც უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე. აქამ­დე რა­ტომ არ და­მი­ბა­რეს? ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს იბა­რე­ბენ, ყვე­ლა­ზე მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე ვფლობ. მე ვა­პი­რებ ყვე­ლა დე­ტა­ლი მი­ვა­წო­დო გა­მომ­ძი­ებ­ლებს, მათ შო­რის და­ვა­სა­ხე­ლებ გვა­რებს, ასე­ვე იმას, თუ რამ­დე­ნი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მკვლე­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით სა­რა­ლი­ძე კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

არას­რულ­წლო­ვა­ნის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბილ გ.ბ-ს სა­სა­მარ­თლომ 10 წელი 6 თვე მი­უ­სა­ჯა, ხოლო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მი­ე­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, საქ­მე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის გა­და­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე

ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.

გამოძიების ფარგლებში სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველად იკითხება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის აქამდეც უნდა გამოეკითხა და აღნიშნავს, რომ გამომძიებლებს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე. აქამდე რატომ არ დამიბარეს? ვიღაც-ვიღაცებს იბარებენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას მე ვფლობ. მე ვაპირებ ყველა დეტალი მივაწოდო გამომძიებლებს, მათ შორის დავასახელებ გვარებს, ასევე იმას, თუ რამდენი პირი მონაწილეობდა მკვლელობაში“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენის შემდეგ, საქმე მთავარი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს