პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მარ­ნე­უ­ლის მერს თე­მურ აბა­ზოვს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ აბა­ზო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 1443 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით;

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მარ­ნე­ულ­ში მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

„საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 10 ივ­ნისს, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­ზე, თე­მურ აბა­ზოვ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პირ­და­პი­რი ვი­დე­ო­ჩარ­თვა, რა დრო­საც, თე­მურ აბა­ზო­ვის მე­უღ­ლეს მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. იმა­ვე დღეს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მას და­უ­კავ­შირ­და პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი რა­გიმ ას­კე­რო­ვი, რო­მელ­მაც სთხო­ვა შეხ­ვედ­რა. რა­გიმ ას­კე­რო­ვის მო­თხოვ­ნით ისი­ნი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მარ­ნე­უ­ლის ოფის­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს მარ­ნე­ულ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე. ოფის­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ რა­მინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ნა­თე­სა­ვი ე.გ და სხვა პი­რე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: მარ­ნე­უ­ლის მერს 5-დან 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს მოს­თხო­ვა აეხ­სნა, ვისი და­ვა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პირ­და­პირ ეთერ­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩარ­თვა, რის შემ­დე­გაც აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა, რა­მინ ალახ­ვერ­დი­ევ­მა და მო­ქა­ლა­ქე ე.გ-მ ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი მარ­ნე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა ჯე­ი­ხუნ ჩო­ი­და­როვ­მა და რა­მინ ალახ­ვერ­დი­ევ­მა წა­იყ­ვა­ნეს მარ­ნე­ულ­ში, ე.წ. "ჟეჟე­ბეს" რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მათ ელო­დე­ბო­და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი. მის­ვლის­თა­ნა­ვე თე­მურ აბა­ზოვ­მა ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს შე­ა­ფურ­თხა სა­ხე­ში და მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შემ­დეგ აი­ძუ­ლა ჩარ­თუ­ლი­ყო "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში, მო­ე­ხა­და ბო­დი­ში და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის, ბო­ლოს კი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა თე­მურ აბა­ზოვ­მა ძა­ლა­დო­ბით, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის მუ­ქა­რით, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი აი­ძუ­ლა მო­ე­შარ­და ჭი­ქა­ში და შარ­დით მო­ე­ბა­ნა სახე“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წა­რედ­გი­ნე­ბა საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი­სა და ვა­დე­ბის დაც­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2 წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

საქართველოს პროკურატურა მარნეულში მოქალაქის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

იხილეთ ვიდეო: მარნეულის მერს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ