საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე
"აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე მარ­ნე­უ­ლის მერი და­ა­კა­ვა, ხოლო ცე­მის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის "ენმ“-დან აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის და კი­დევ 2 პი­რის მი­მართ.

AMBEBI.GE პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ქ.მარ­ნე­ულ­ში მო­ქა­ლა­ქე ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლად იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი, ხოლო ამა­ვე მო­ქა­ლა­ქის ცე­მის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ - აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ - რა­მინ ალახ­ვერ­დი­ე­ვის და მარ­ნე­უ­ლის მე­რის ნა­თე­სა­ვის, მო­ქა­ლა­ქე ე.გ-ს მი­მართ.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 10 ივ­ნისს, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და ქ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­ზე, თე­მურ აბა­ზოვ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პირ­და­პი­რი ვი­დე­ო­ჩარ­თვა, რა დრო­საც, თე­მურ აბა­ზო­ვის მე­უღ­ლეს მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. იმა­ვე დღეს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მას და­უ­კავ­შირ­და პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი რა­გიმ ას­კე­რო­ვი, რო­მელ­მაც სთხო­ვა შეხ­ვედ­რა. რ.ას­კე­რო­ვის მო­თხოვ­ნით ისი­ნი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მარ­ნე­უ­ლის ოფის­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ქ. მარ­ნე­ულ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე. ოფის­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ რა­მინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ნა­თე­სა­ვი ე.გ და სხვა პი­რე­ბი.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს მოს­თხო­ვა აეხ­სნა, ვისი და­ვა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პირ­და­პირ ეთერ­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩარ­თვა, რის შემ­დე­გაც აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა, რა­მინ ალახ­ვერ­დი­ევ­მა და მო­ქა­ლა­ქე ე.გ-მ ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი მარ­ნე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა ჯე­ი­ხუნ ჩო­ი­და­როვ­მა და რა­მინ ალახ­ვერ­დი­ევ­მა წა­იყ­ვა­ნეს ქ.მარ­ნე­ულ­ში, ე.წ. "ჟეჟე­ბეს" რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მათ ელო­დე­ბო­და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი. მის­ვლის­თა­ნა­ვე თე­მურ აბა­ზოვ­მა ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს შე­ა­ფურ­თხა სა­ხე­ში და მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შემ­დეგ აი­ძუ­ლა ჩარ­თუ­ლი­ყო ფე­ის­ბუ­ქის პირ­და­პირ ეთერ­ში, მო­ე­ხა­და ბო­დი­ში და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის, ბო­ლოს კი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა თე­მურ აბა­ზოვ­მა ძა­ლა­დო­ბით, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის მუ­ქა­რით, ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი აი­ძუ­ლა მო­ე­შარ­და ჭი­ქა­ში და შარ­დით მო­ე­ბა­ნა სახე.

თე­მურ აბა­ზო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 1443 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით;რა­მინ ალახ­ვერ­დი­ე­ვის და მო­ქა­ლა­ქე ე.გ-ს მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2 წლამ­დე ვა­დით.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წა­რედ­გი­ნე­ბა საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი­სა და ვა­დე­ბის დაც­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2 წლამ­დე ვა­დით.

საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა შე­საძ­ლო პირ­თა დად­გე­ნა - მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, -ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

"აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

AMBEBI.GE პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა - მხილების მიზნით“, -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს