პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს
მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს

მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვიც ფი­გუ­რი­რებს. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კო­ლე­გებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მა­მუ­კა ვა­სა­ძის წე­რი­ლი გა­აც­ნო სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ.

“გარ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ინ­ცი­დენ­ტში ასე­ვე გა­რე­უ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი წევ­რი. შე­მო­სუ­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის წე­რი­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის:

“სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 18-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 20-ე მუხ­ლის მე­სა­მე პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ 2018 წლის 13 ივ­ნისს, 11:00 სა­ათ­ზე ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე “პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მე­ცხრე მუხ­ლის მე­სა­მე ნე­წი­ლის “დ“ პუნ­ქტით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სათ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ “სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა პუნ­ქტის "ბ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის. აუ­ცი­ლებ­ლია ამ ძა­ლი­ან მძი­მე ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა მი­უ­ხე­და­ვად პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის დას­ჯა. ამას უნდა ჰქონ­დეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბრი­ფინ­გი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მარ­ნე­უ­ლის ინ­ცი­დენტზე: უწყე­ბა ასა­ჯა­რო­ებს საქ­მის დე­ტა­ლებს, რო­მელ­შიც აბა­ზოვ­თან ერ­თად, დე­პუ­ტა­ტი აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვიც ფი­გუ­რი­რებს

სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რია. ამა­ვე საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს და­ა­კა­ვეს მარ­ნე­უ­ლის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი დღეს ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მივა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­ლე­მა­ნო­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 15.00 სა­ათ­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟეტ­შია ნათ­ქვა­მი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პირ­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს

მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს

მარნეულში მომხდარ ინციდენტში პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

“გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში ასევე გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი ამასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის:

“საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე “პროკურატურის შესახებ“ კანონის მეცხრე მუხლის მესამე ნეწილის “დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოლების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება - საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აუცილებლია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა. აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა. ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ბრიფინგი პროკურატურაში მარნეულის ინციდენტზე: უწყება ასაჯაროებს საქმის დეტალებს, რომელშიც აბაზოვთან ერთად, დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს

სულეიმანოვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ამავე საქმესთან დაკავშირებით, დღეს დააკავეს მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერ სულეიმანოვი დღეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მივა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სულემანოვი პროკურატურაში 15.00 საათზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები