სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე
რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლია თუ არა, ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს, ის უმ­კაც­რე­სად აგებს პა­სუხს, -ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას მარ­ნე­უ­ლის მე­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან და კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რი უნდა იყოს.

"მეც მე­დი­ით მო­ვის­მი­ნე ეს ამ­ბა­ვი და არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა კარ­გად გავ­ცნო­ბო­დი. თუმ­ცა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლია თუ არა, ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს ის უმ­კაც­რე­სად აგებს პა­სუხს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი და უზე­ნა­ე­სი არის კა­ნო­ნი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან და ვერ იქ­ნე­ბი­ან",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ნე­უ­ლის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი დღეს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­კა­ვე­ბა მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟეტ­შია ნათ­ქვა­მი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პირ­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე

რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე

არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

"მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ იქნებიან და ვერ იქნებიან",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები