პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა - მავნებელთან ბრძოლის დეტალური შედეგები საქართველოს რეგიონებიდან
აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა - მავნებელთან ბრძოლის დეტალური შედეგები საქართველოს რეგიონებიდან

გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ აზი­ურ ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა. სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა, ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია აბა­შა­ში, მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში გა­მარ­თა.

„აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და მავ­ნებ­ლის პო­პუ­ლა­ცია. მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი არ გაზ­რდი­ლა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მო­სახ­ლე­ო­ბის და ფერ­მე­რე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში და რო­მელ­მაც გა­ი­თა­ვი­სა, რომ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მათი აქ­ტი­უ­რო­ბა გა­დამ­წყვე­ტია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ი­სათ­ვის მი­ღე­ბუ­ლი ხელ­შე­სა­ხე­ბი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­ტა­რე­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კამ გა­ნა­პი­რო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს; ასე­ვე, აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წელს აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ათ­მა­გე­ბუ­ლია. წელს პირ­ველ ეტაპ­ზე უკვე შე­წამ­ლუ­ლია 160 ათა­სამ­დე ჰექ­ტა­რი. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მუ­შა­ობს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, წი­ნას­წარ ხდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­დეგ ეტაპ­ზე ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით გაგ­რძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია ქარ­თვე­ლი და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მუ­შავ­და. ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან წამ­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა სი­მინ­დის სა­ყა­ნე ფარ­თო­ბებ­ში. მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის ყვე­ლა ეტაპ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, მათ შო­რის, მცე­ნა­რე­თა სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, წელ­საც იჩი­ნა თავი და რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის თხი­ლის მო­სა­ვალს, თუ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სწო­რად და დრო­უ­ლად არ ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ი­სა და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, თერ­მუ­ლი ნის­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 155 ათა­სამ­დე ჰექ­ტა­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ხოლო ცივი შეს­ხუ­რე­ბით, 4 000-მდე ჰექ­ტა­რი, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას ტყი­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ტყის პე­რი­მეტრზე, ბუ­ფე­რულ ზო­ნებ­ში, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 50 ათა­სამ­დე „მო­ი­ზი­დე და გა­ა­ნად­გუ­რე“ სად­გუ­რი. სულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­და 22 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 382 სო­ფელ­ში.

მავ­ნებ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის და არე­ა­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რუ­კა­ზე ასახ­ვა. მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე იგეგ­მე­ბა შე­წამ­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­სა­ხე­ლო­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო გზავ­ნი­ლე­ბის სის­ტე­მა, მუ­შა­ობს ცხე­ლი ხაზი.

მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად რე­გი­ონ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 150 ერ­თე­უ­ლი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა - მავნებელთან ბრძოლის დეტალური შედეგები საქართველოს რეგიონებიდან

აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა - მავნებელთან ბრძოლის დეტალური შედეგები საქართველოს რეგიონებიდან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში წარმოადგინა. სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა პრესკონფერენცია აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობის და ფერმერების იმ ნაწილს, რომელიც ჩართული იყო მავნებელთან ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მიღებული ხელშესახები პოზიტიური შედეგი თანმიმდევრულად გატარებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ განაპირობა, რაც გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და მოსახლეობის მიერ ერთობლივად გატარებულ ღონისძიებებს; ასევე, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობა გაათმაგებულია. წელს პირველ ეტაპზე უკვე შეწამლულია 160 ათასამდე ჰექტარი. ორგანიზებულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით, წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შემდეგ ეტაპზე ბრძოლის ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. აღნიშნული სტრატეგია ქართველი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემუშავდა. ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში. მავნებელთან ბრძოლის ყველა ეტაპზე, მოსახლეობის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, მცენარეთა სხვა დაავადებებთან მიმართებაში, რომლებმაც, კლიმატური პირობების გამო, წელსაც იჩინა თავი და რომელიც საფრთხეს უქმნის თხილის მოსავალს, თუ ღონისძიებები სწორად და დროულად არ ჩატარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით, 4 000-მდე ჰექტარი, აზიური ფაროსანას ტყიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, საკოორდინაციო შტაბში ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ მოსახელობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ