Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას"
"რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას"

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღეთ - 81-მა სა­ხელ­მწი­ფომ მხა­რი და­უ­ჭი­რა დევ­ნი­ლე­ბის და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე დევ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

"მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის უპ­რე­ცენ­დენ­ტო აქ­ტი­უ­რო­ბი­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას იმ პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ახ­ლავს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქტს, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს. ეს რე­ზო­ლუ­ცია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია დევ­ნი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღეთ - 81-მა სა­ხელ­მწი­ფომ მხა­რი და­უ­ჭი­რა დევ­ნი­ლე­ბის და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მათი უფ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ 72-ე სე­სი­ა­ზე, კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია „აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ".

2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი - ერ­თით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ორით გა­ი­ზარ­და. რე­ზო­ლუ­ცი­ას 81-მა სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ჭი­რა მხა­რი. 16 მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს შო­რის კი არი­ან: ბე­ლა­რუ­სი, ბუ­რუნ­დი, სომ­ხე­თი, კუბა, ლა­ო­სი, ნა­უ­რუ, ნი­კა­რა­გუა, ფი­ლი­პი­ნე­ბი, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ სუ­და­ნი, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ვი­ეტ­ნა­მი და ზიმ­ბაბ­ვე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას"

"რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას"

მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადა.

"მიუხედავად რუსეთის უპრეცენდენტო აქტიურობისა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მაინც ვახერხებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შესაძლებელი გახდება მათი უფლების აღსრულება", - განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა. რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები