Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

“სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ და “დო­ი­ჩე ბანი“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დი­ან. „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ფე­რა­ძემ და „დო­ი­ჩე ბა­ნის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რმა ლო­ჯის­ტი­კი­სა და სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის სფე­რო­ში, ალექ­სან­დერ დოლ­მა, ხელი მო­ა­წე­რეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო სექ­ტორ­ში ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ და „დო­ი­ჩე ბანი’’ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას იწყე­ბენ, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და აზი­ის მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო კო­რი­დო­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

“ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი ალი­ან­სი ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას­თან“ მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც გვა­ახ­ლო­ვებს აზი­ურ ბა­ზარ­თან და გვიქ­მნის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, - აცხა­დებს მის­ტერ დოლი.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ევ­რო­პა-აზი­ის დე­რეფ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვენ „დო­ი­ჩე ბან­თან“ ერ­თად შევ­ძლებთ მულ­ტი­მო­და­ლუ­რი გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას, რაც სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ლო­ჯის­ტი­კუ­რი ბაზ­რის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის­თვის“, - გან­მარ­ტავს და­ვით ფე­რა­ძე.

რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, “სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ “დო­ი­ჩე ბა­ნის“ სა­ხით, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­აა, სა­ი­მე­დო და ძლი­ე­რი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი შე­ი­ძი­ნა.

„პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ კონ­სტან­ცი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ინ­დო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე კას­პი­ის ზღვის გავ­ლით, აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

„დო­ი­ჩე ბანი“ კი თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მან­ქა­ნო-სარ­კი­ნიგ­ზო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვებ­ზე იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მულ­ტი­მო­და­ლურ გა­და­ზიდ­ვებს „დო­ი­ჩე ბა­ნის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „დიბი შენ­კე­რი’’ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

პარტნი­ო­რო­ბის ახა­ლი ეტა­პი ხელს შე­უ­წყობს კომ­პა­ნი­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, მათ შო­რის რე­სურ­სე­ბის გაც­ვლას ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით.

„სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­სა“ და „დო­ი­ჩე ბა­ნის’’ პარტნი­ო­რო­ბა აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის სარ­კი­ნიგ­ზო-სატ­ვირ­თო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია“, - ნათ­ქვა­მია „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და „დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს.

შეთანხმების თანახმად, „საქართველოს რკინიგზა“ და „დოიჩე ბანი’’ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოს რკინიგზასთან“ მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს“, - აცხადებს მისტერ დოლი.

“მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ „დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, - განმარტავს დავით ფერაძე.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში განმარტავენ, “საქართველოს რკინიგზამ“ “დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა.

„პარტნიორობის ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზა“ კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს „დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია „დიბი შენკერი’’ განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

„საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის’’ პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ