პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შსს-მ ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე ხელახალი გამოძიების შესახებ
"შსს-მ ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე ხელახალი გამოძიების შესახებ

თუ იქ­ნე­ბა, პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, მე­სა­მე მკვლე­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შე­სა­ბა­მის ზო­მებს გა­ა­ტა­რებს, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შსს-მ მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მა­მას, ზაზა სა­რა­ლი­ძეს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა უთხრა. მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბამ ეს მა­შინ უთხრა, როცა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ა­კა­ვა და მა­შინ, როცა საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მარ­თა. ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი დად­გა და ახლა შსს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებს, რათა გა­მო­ავ­ლი­ნოს, თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო დად­გა სა­სა­მარ­თლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი.

"მკვლე­ლი ვინ არის - ეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­ტონ ზაზა სა­რა­ლი­ძეს მა­შინ უთხრა, როცა ეს პი­რე­ბი და­ა­კა­ვა და მა­შინ, როცა საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მარ­თა. გა­სა­გე­ბია, რომ დად­გა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი, თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც ამ შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, მე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რე. რა შე­იც­ვა­ლა სა­სა­მარ­თლო­ში, მათ შო­რის, რა შე­იც­ვა­ლა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ახლა, ამ ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ვა­ტა­რებთ და ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა... ჩვენ ვთქვით გა­მო­ძი­ე­ბის და­სას­რულს, ჩვენ დავ­ხა­ტეთ სრუ­ლი სუ­რა­თი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ იყო მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი, ეს სუ­რა­თი სა­სა­მარ­თლო­ზე შე­იც­ვა­ლა. ახლა ჩვენ, ბრალ­დე­ბის მხა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დად­გეს ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც უნდა დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძე შსს-ს და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.

"ეს ადა­მი­ა­ნუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის, თუმ­ცა მე მას მო­ვუ­წო­დებ, ნდო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, თუნ­დაც იმ ნა­ბი­ჯე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­დად­გა. ერთი რამ მინ­და ცალ­სა­ხად ვთქვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ახლა ვმუ­შა­ობთ მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შე­დე­გი უკვე ორი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბის სა­ხით გვაქვს, თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა და მკვლე­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით სხვა პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ეჭვი გაჩ­ნდე­ბა და ეს და­დას­ტურ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ, და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ამ საქ­მე­ზე შე­დე­გი დად­გე­ბა. თუ იქ­ნე­ბა, პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, მე­სა­მე მკვლე­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შე­სა­ბა­მის ზო­მებს გა­ა­ტა­რებს.

თუმ­ცა, ძა­ლი­ან გთხოვთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბის გა­რე­შე ვა­რა­უ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ჩვენ ყვე­ლა შე­კი­თხვას გავ­ცემთ პა­სუხს. რაც შე­ე­ხე­ბა ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვენ და­ვად­გი­ნეთ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ეს სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა. ახლა ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი დად­გეს და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ თუ საქ­მე­ში მე­სა­მე, მე­ო­თხე და სხვა პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც და­ვა­ყე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

"შსს-მ ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე ხელახალი გამოძიების შესახებ

"შსს-მ ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე ხელახალი გამოძიების შესახებ

თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა "TV პირველის" ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანმა უწყებამ ეს მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ობიექტური გარემოებების გამო სასამართლოში განსხვავებული შედეგი დადგა და ახლა შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა გამოავლინოს, თუ რა გარემოებების გამო დადგა სასამართლოში განსხვავებული შედეგი.

"მკვლელი ვინ არის - ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა... ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა სარალიძე შსს-ს და მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

"ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება. თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს.

თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს