"გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ კვლევაზე ვიმსჯელეთ" - არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განხილულა

"გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ კვლევაზე ვიმსჯელეთ" - არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განხილულა

სამთავრობო ცვლილებები უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხდა. მისივე თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხო გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

"დასრულდა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ჩვენ მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, კვლელვებით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა, ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაიდო. უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში. განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სხდომას ესწრებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები