საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოჩინოშინმა “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა
ტოჩინოშინმა  “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა

ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი (ტო­ჩი­ნო­ში­ნი) ლე­ვან გორ­გა­ძე, ია­პო­ნი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­და­ჰა­რუ უე­ჰა­რა, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­მოს ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ცა­გუ­რია (კო­კაი) ია­პო­ნი­ის წამ­ყვან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად “დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის“ გა­ნახ­ლე­ბულ ქარ­ხა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ღვი­ნის ტუ­რის ფარ­გლებ­ში, ტო­ჩი­ნო­ში­ნის სა­ხე­ლო­ბის კას­რში 3 წლით და­სა­ვარ­გებ­ლად გან­თავ­სე­და უმაღ­ლე­სი ხარ­სის­ხის ღვი­ნო „სა­ფე­რა­ვი“. ია­პო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც ტო­ჩი­ნო­ში­ნის და კო­კა­ის სამ­შობ­ლო­ზე, ფილ­მს იღე­ბენ, ტო­ჩი­ნო­შინ­თან და სხვა მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად გა­ეც­ნენ წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა ქარ­თულ- ია­პო­ნუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სა­კენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რა­შიც ღვი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ეკის­რე­ბა.

“დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის “მიერ ჩა­მო­ის­ხმე­ბა ღვი­ნის ახა­ლი პრე­მი­ა­ლუ­რი ხაზი“ KOK KAI WINES“, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში ექ­სკლუ­ზი­ურ სა­ცა­ლო ქსე­ლებ­ში და რეს­ტორ­ნებ­ში სექ­ტემ­ბრი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ ღვი­ნო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

ია­პო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ქვევ­რის ღვი­ნო­ზე აკე­თე­ბენ, რამ­დე­ნა­დაც "ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი"

იუ­ნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში ია­პო­ნურ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ერ­თად მოხ­ვდა.

“ჩვენ­თვის ეს ვი­ზი­ტი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­კენ წინ­გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, არის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის, არა­მედ ქვეყ­ნის წი­ნა­შე. დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცია, რამ­დე­ნი­მე წე­ლია ია­პო­ნი­ის ბა­ზარ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა ახა­ლი პრო­დუქ­ცია “KOK KAI WINES” კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს ქარ­თულ-ია­პო­ნურ კულ­ტუ­რულ და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს.“ გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნის მფლო­ბელ­მა და მმარ­თველ­მა დი­რექ­ტორ­მა ზაალ დუ­გ­ლა­ძემ.

“ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტი ია­პო­ნი­ა­ში, კი­დევ უფრო მე­ტად მიღ­რმა­ვებს იმ რწმე­ნას, თუ რამ­დე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს ქარ­თულ-ია­პო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. ჩემი აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დროს, და ახ­ლაც, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრნობ რო­გორც ია­პო­ნე­ლი ხალ­ხის­გან, ისე სა­ელ­ჩო­სა თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­გან. ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ასე­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო ჩემი სა­ხე­ლის ქვეშ გა­ი­ყი­დე­ბა.“ გა­ნა­ცხა­და კო­კა­იმ (ლე­ვან ცა­გუ­რი­ამ) სუ­მოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ტოჩინოშინმა “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა

ტოჩინოშინმა  “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი (ტოჩინოშინი) ლევან გორგაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია (კოკაი) იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად “დუგლაძეების ღვინის“ განახლებულ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში 3 წლით დასავარგებლად განთავსედა უმაღლესი ხარსისხის ღვინო „საფერავი“. იაპონელი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინის და კოკაის სამშობლოზე, ფილმს იღებენ, ტოჩინოშინთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაეცნენ წარმოების პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ- იაპონური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ღვინოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიის “მიერ ჩამოისხმება ღვინის ახალი პრემიალური ხაზი“ KOK KAI WINES“, რომელიც იაპონიაში ექსკლუზიურ საცალო ქსელებში და რესტორნებში სექტემბრიდან გამოჩნდება.

მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებთ ღვინო, როგორც საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი.

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი"

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.

“ჩვენთვის ეს ვიზიტი და სტრატეგიული ურთიერთობისკენ წინგადაგმული ნაბიჯი, არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქვეყნის წინაშე. დუგლაძეების ღვინის კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რამდენიმე წელია იაპონიის ბაზარზე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, თუმცა ახალი პროდუქცია “KOK KAI WINES” კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-იაპონურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.“ განაცხადა კომპანის მფლობელმა და მმართველმა დირექტორმა ზაალ დუგლაძემ.

“ყოველი ვიზიტი იაპონიაში, კიდევ უფრო მეტად მიღრმავებს იმ რწმენას, თუ რამდენი შესაძლებლობა არსებობს ქართულ-იაპონური ურთიერთობების დასაახლოებლად. ჩემი აქტიური სპორტული კარიერის დროს, და ახლაც, განსაკუთრებულ პატივისცემას ვგრნობ როგორც იაპონელი ხალხისგან, ისე საელჩოსა თუ დიპლომატიური კორპუსისგან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის ღვინო ჩემი სახელის ქვეშ გაიყიდება.“ განაცხადა კოკაიმ (ლევან ცაგურიამ) სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის