პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მგონი მხოლოდ ივანიშვილმა იცის..." - სავარაუდოდ, რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს?
"ეს მგონი მხოლოდ ივანიშვილმა იცის..." - სავარაუდოდ, რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში „მე­ო­რედ მოს­ვლის“ შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში პირ­ვე­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ელი­ან. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ველ რიგ­ში, მოქ­მედ პრე­მი­ერს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს შე­ე­ხე­ბა და მას შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ჩა­ა­ნაც­ვლებს.

შე­საძ­ლოა, ცვლი­ლე­ბე­ბი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ან­საც შე­ე­ხოს, რომ­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში ბოლო დროს საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა აგორ­და. მი­ნის­ტრის პოს­ტებს სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე.

ამ წუ­თებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ. დე­პუ­ტა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, უმ­რავ­ლე­სო­ბის შეხ­ვედ­რა უკავ­შირ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებს, მათ შო­რის, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს.

და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძის­თვის. თუმ­ცა, ის "სახ­ლში წამ­სვლელ მი­ნის­ტრთა სიას" სო­ზარ სუ­ბარ­საც უმა­ტებს.

"ვის შე­იძ­ლე­ბა და­ვემ­შვი­დო­ბოთ, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, ეს მგო­ნი მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვილ­მა იცის. მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ას­რუ­ლოს. თუმ­ცა კი, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. ჩვენ­თან, ცვლი­ლე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი რომ იყოს, თუ ვინ არის ეფექ­ტუ­რი და ვინ არა, კი ბა­ტო­ნო, გი­პა­სუ­ხებ­დით, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ვინ კარ­გავს ნდო­ბას მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის და ვინ უფრო ახ­ლო­ბე­ლი ხდე­ბა მის­თვის, სულ სხვა ჟან­რია და წი­ნას­წარ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია.

ზო­გა­დად არა­ე­ფექ­ტუ­რი მი­ნის­ტრია სო­ზარ სუ­ბა­რი. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის სკან­და­ლი ასე თუ ისე მა­საც შე­ე­ხო. ობი­ექ­ტუ­რად ძი­ე­ბა თუ წავა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ იქ ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი, ნე­პო­ტიზ­მი კი­დევ გა­მოჩ­ნდეს. ირი­ბად, მაგ­რამ მის­მა გვარ­მა მი­ტინ­გებ­ზე უკვე გა­იჟ­ღე­რა.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის და­ნიშ­ვნა სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ იმპრე­სა­რიო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად, ეს სა­ერ­თოდ გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­სა­ტა­ნი, რო­გორც ან­ტირ­ე­კორ­დი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტში შს მი­ნის­ტრის მის­ვლა შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა.

„პრე­მი­ე­რის დო­ნე­ზე ცვლი­ლე­ბა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­და­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, აღარ აპი­რე­ბენ გა­და­დე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში გა­ხა­რი­ას მის­ვლა შემ­თხვე­ვი­თი არ იყო. ივა­ნიშ­ვი­ლი ეტყო­ბა კმა­ყო­ფი­ლია გა­ხა­რი­ა­თი. ასე თუ ისე, სწრა­ფად აწარ­მოა გა­მო­ძი­ე­ბა, ორი პირი და­ა­კა­ვა. სა­რა­ლი­ძემ აქ­ცი­აც გა­და­დო. ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ვი­ხი­ლოთ გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად. მას აქვს სიმ­ტკი­ცე, რაც კარ­გია. ეს კვი­რი­კაშ­ვილს ნამ­დვი­ლად აკ­ლია. თუმ­ცა ზო­გა­დად, ამ ცვლი­ლე­ბებს პე­სი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ, ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა“ - გვი­თხრა ცინ­ცა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, ივა­ნიშ­ვილ­მა პირ­ველ რიგ­ში სის­ტე­მუ­რი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ერთი და ორი მი­ნის­ტრის შეც­ვლის აზრს ვერ ხე­დავს.

"სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო და ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს. მთლი­ა­ნად მარ­თვე­ლო­ბის ალ­გო­რით­მია გა­და­სა­ხე­დი. თუ და­ი­წყე­ბა პრო­ცე­სი, შევ­ხე­დავთ იმის და მი­ხედ­ვით, რა იქ­ნე­ბა, მერე ვი­სა­უბ­როთ. მაგ­რამ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ეს პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა.

ის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცია მო­ახ­დი­ნა, ნიშ­ნავს რომ იგი ხვდე­ბა პრობ­ლე­მას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იგი არ დაბ­რუნ­დე­ბო­და. პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი არა მგო­ნია რომ იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამი­ტომ ამა­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ, მთლი­ა­ნად მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ფი­ლო­სო­ფი­აა შე­საც­ვლე­ლი. როცა მმარ­თვე­ლო­ბით სის­ტე­მას ცვლი, ეს პერ­სო­ნა­ლი­ებ­საც შე­ე­ხე­ბა, რა თქმა უნდა. მაგ­რამ ეს ჯო­ბია შემ­დგარ ფაქ­ტზე ვი­სა­უბ­როთ და არა წი­ნას­წარ.

ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, შე­უც­ვლე­ლი არა­ვი­ნაა. წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­მართ დაგ­როვ­და ბევ­რი კი­თხვე­ბი. ასე რომ, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი არის ობი­ექ­ტუ­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა", - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცინ­ცა­ძი­სა და ხუ­ხაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს. მისი თქმით, ახლა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ფერს მო­უ­ტანს.

"არა მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე ახლა წა­ვი­დეს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჯო­ბია „ოც­ნე­ბამ“ ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს ხო­რა­ვას ქუ­ჩის გა­მო­ძი­ე­ბა. ვერ ვხე­დავ ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის რა­ი­მე სა­ფუძ­ველს. ეს არა­ფერს მო­უ­ტანს არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არც და­ზა­რა­ლე­ბულს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს წუ­ლუ­კი­ა­ნი­სად­მი, ჯო­ბია მივ­ყვეთ პრო­ცესს და და­ვე­ლო­დოთ ახა­ლი პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვას“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ეს მგონი მხოლოდ ივანიშვილმა იცის..." - სავარაუდოდ, რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს?

"ეს მგონი მხოლოდ ივანიშვილმა იცის..." - სავარაუდოდ, რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, მთავრობაში პირველი საკადრო ცვლილებების განხორციელებას ელიან. კულუარული ინფორმაციით, ცვლილებები პირველ რიგში, მოქმედ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს შეეხება და მას შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.

შესაძლოა, ცვლილებები კვირიკაშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც შეეხოს, რომლის მიმართ საზოგადოებაში და არასამთავრობო სექტორში ბოლო დროს საპროტესტო ტალღა აგორდა. მინისტრის პოსტებს სავარაუდოდ, დაემშვიდობებიან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომისთვის ემზადებიან, რომელზეც სავარაუდოდ, სწორედ სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებენ. დეპუტატების ინფორმაციით კი, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მოულოდნელი არ აღმოჩნდა პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის. თუმცა, ის "სახლში წამსვლელ მინისტრთა სიას" სოზარ სუბარსაც უმატებს.

"ვის შეიძლება დავემშვიდობოთ, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს მგონი მხოლოდ ივანიშვილმა იცის. მაგრამ არა მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა თეა წულუკიანის გადაყენებასთან დაკავშირებით შეასრულოს. თუმცა კი, გამორიცხული არაფერია. ჩვენთან, ცვლილებები განპირობებული რომ იყოს, თუ ვინ არის ეფექტური და ვინ არა, კი ბატონო, გიპასუხებდით, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ვინ კარგავს ნდობას მთავარი ადამიანის და ვინ უფრო ახლობელი ხდება მისთვის, სულ სხვა ჟანრია და წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია.

ზოგადად არაეფექტური მინისტრია სოზარ სუბარი. მირზა სუბელიანის სკანდალი ასე თუ ისე მასაც შეეხო. ობიექტურად ძიება თუ წავა, არ არის გამორიცხული, რომ იქ ნათესაური კავშირები, ნეპოტიზმი კიდევ გამოჩნდეს. ირიბად, მაგრამ მისმა გვარმა მიტინგებზე უკვე გაიჟღერა.

კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძის დანიშვნა საერთოდ გაუგებარი იყო. ყველაფერი, შეიძლება, მაგრამ იმპრესარიო კულტურის მინისტრად, ეს საერთოდ გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი, როგორც ანტირეკორდი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინცაძემ.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტში შს მინისტრის მისვლა შემთხვევითი არ ყოფილა.

„პრემიერის დონეზე ცვლილება, საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლება გადადებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ აპირებენ გადადებას. პარლამენტში გახარიას მისვლა შემთხვევითი არ იყო. ივანიშვილი ეტყობა კმაყოფილია გახარიათი. ასე თუ ისე, სწრაფად აწარმოა გამოძიება, ორი პირი დააკავა. სარალიძემ აქციაც გადადო. ასე რომ, არ არის გამორიცხული ვიხილოთ გახარია პრემიერ-მინისტრად. მას აქვს სიმტკიცე, რაც კარგია. ეს კვირიკაშვილს ნამდვილად აკლია. თუმცა ზოგადად, ამ ცვლილებებს პესიმისტურად ვუყურებ, ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი შეიცვლება“ - გვითხრა ცინცაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილმა პირველ რიგში სისტემური სამთავრობო ცვლილებები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი და ორი მინისტრის შეცვლის აზრს ვერ ხედავს.

"სისტემური ცვლილებებია საჭირო და ეს არ ეხება მხოლოდ პერსონალურ ცვლილებებს. მთლიანად მართველობის ალგორითმია გადასახედი. თუ დაიწყება პროცესი, შევხედავთ იმის და მიხედვით, რა იქნება, მერე ვისაუბროთ. მაგრამ სისტემური ცვლილებები აუცილებელია და ეს პირველ რიგში ხელისუფლებას სჭირდება.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში რეინტეგრაცია მოახდინა, ნიშნავს რომ იგი ხვდება პრობლემას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დაბრუნდებოდა. პერსონალური საკითხები არა მგონია რომ იყოს მნიშვნელოვანი, ამიტომ ამაზე არ ვილაპარაკებ, მთლიანად მმართველობითი სისტემის ფილოსოფიაა შესაცვლელი. როცა მმართველობით სისტემას ცვლი, ეს პერსონალიებსაც შეეხება, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ჯობია შემდგარ ფაქტზე ვისაუბროთ და არა წინასწარ.

ყველა შეიძლება შეიცვალოს, შეუცვლელი არავინაა. წულუკიანის მიმართ დაგროვდა ბევრი კითხვები. ასე რომ, სამთავრობო ცვლილებები არის ობიექტური აუცილებლობა", - გვითხრა ხუხაშვილმა.

ცინცაძისა და ხუხაშვილისგან განსხვავებით, ვახტანგ ძაბირაძე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, ახლა ეს ცვლილებები არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არაფერს მოუტანს.

"არა მგონია, რომ ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებზე ახლა წავიდეს. ასეთ ვითარებაში ჯობია „ოცნებამ“ ბოლომდე მიიყვანოს ხორავას ქუჩის გამოძიება. ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილების რაიმე საფუძველს. ეს არაფერს მოუტანს არც ხელისუფლებას და არც დაზარალებულს. მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს წულუკიანისადმი, ჯობია მივყვეთ პროცესს და დაველოდოთ ახალი პროკურორის შერჩევას“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები