საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული შეხვედრა: რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა
ისტორიული შეხვედრა: რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა

სინ­გა­პურ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპსა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ კიმ ჩენ ინს შო­რის ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია იმა­ში, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­თან კიმ ჩენ ინ­თან შე­სა­ნიშ­ნავ ურ­თი­ერ­თო­ბებს წარ­მარ­თავს.

„ჩემ­თვის ეს დიდი პა­ტი­ვია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კარგ ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ. კარ­გი შეგ­რძნე­ბა მაქვს. ვფიქ­რობ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დის­კუ­სია გვექ­ნე­ბა და უზარ­მა­ზარ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თუ ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, ბევ­რს მი­ვაღ­წევთ“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

თა­ვის მხრივ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა გა­ნა­ცხა­და, რომ ორმა ქვე­ყა­ნამ ბევ­რი რამ გა­და­ლა­ხა ამ შეხ­ვედ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

„ძვე­ლი პრაქ­ტი­კა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონ­და, დაბ­რკო­ლე­ბას ქმნიდ­ნენ ჩვენს გზა­ზე, მაგ­რამ ჩვენ ეს გა­დავ­ლა­ხეთ და დღეს აქ ვართ“, - აღ­ნიშ­ნა კიმ ჩენ ინმა. „ეს სი­მარ­თლეა“, - ასე უპა­სუ­ხა კიმ ჩენ ინის რეპ­ლი­კას დო­ნალდ ტრამპმა.

მი­სა­სალ­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გა­აგ­რძე­ლეს.

ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბი­ან აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მა­იკლ პომ­პეო, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ჯონ ბოლ­ტო­ნი და თეთ­რი სახ­ლის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯონ კელი. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მხრი­დან კი შეხ­ვედ­რას შე­უ­ერ­თდნენ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლი იონ ხო და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის „შრო­მი­თი პარ­ტი­ის“ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე კიმ იონ ჩხო­ლი.

დო­ნალდ ტრამპმა ასე­ვე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი კიმ ჩენ ინ­თან პი­რის­პი­რი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 48 წუთი გაგ­რძელ­და და რო­მელ­საც მხო­ლოდ თარ­ჯიმ­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„შეხ­ვედ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ვფიქ­რობ, ჩვენ შევ­ძლებთ წარ­სუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კის ლი­დერ­მა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში.

„ეს არ იქ­ნე­ბა იოლი, თუმ­ცა მე ეს მსურს. ჩვენ ყვე­ლა სა­ხის სკეპ­ტი­ციზ­მი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ ამ სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, ეს კარ­გია მსოფ­ლი­ოს­თვის“, - დას­ძი­ნა მან.

ფოტო: AFP

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ისტორიული შეხვედრა: რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა

ისტორიული შეხვედრა: რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა

სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობებს წარმართავს.

„ჩემთვის ეს დიდი პატივია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. კარგი შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ, შესანიშნავი დისკუსია გვექნება და უზარმაზარ წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, ბევრს მივაღწევთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

„ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა. „ეს სიმართლეა“, - ასე უპასუხა კიმ ჩენ ინის რეპლიკას დონალდ ტრამპმა.

მისასალმებელი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა მოლაპარაკებები უკვე გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას ესწრებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კი შეხვედრას შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ხო და ჩრდილოეთ კორეის „შრომითი პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კიმ იონ ჩხოლი.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი კიმ ჩენ ინთან პირისპირი შეხვედრის შესახებ, რომელიც 48 წუთი გაგრძელდა და რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ წარსულის პრობლემების გადაჭრას და წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვას“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ დაინტერესებულია აშშ-ს პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობაში.

„ეს არ იქნება იოლი, თუმცა მე ეს მსურს. ჩვენ ყველა სახის სკეპტიციზმი და სპეკულაციები გადავლახეთ ამ სამიტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს კარგია მსოფლიოსთვის“, - დასძინა მან.

ფოტო: AFP

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე