პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო
რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო

დე­და­ქა­ლაქ­ში უა­მინ­დო­ბის შე­დე­გად ძი­რი­თა­დი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი გლ­დან­ში, მუ­ხი­ან­სა და დი­ღომ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე ორი კორ­პუ­სის სარ­და­ფი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს წყლის ამო­ტუმბვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ასე­ვე, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი წყლის ამო­ტუმბვას ცდი­ლობს "ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს" შე­სას­ვლე­ლი­დან. თუმ­ცა, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მეტ­როს დატ­ბორ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს.

"დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი და მზად არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­წი­ონ მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ხის დახ­მა­რე­ბა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი ამ ეტაპ­ზე სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე არ გა­და­სუ­ლა", - აღ­ნიშ­ნეს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო: ნი­აღ­ვა­რი დი­ღომ­ში - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა

ძლი­ე­რი წვი­მის გამო ე.წ. ვე­რეს ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ა ცოტა ხნის წინს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

"ძლი­ე­რი წვი­მის გამო თბი­ლი­სის ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით მოძ­რა­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, ამ დრო­ი­სათ­ვის, წყლის ჭარ­ბი ნა­კა­დი შე­ი­ნიშ­ნე­ბა თბი­ლი­სის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში - დიდი დიღ­მი­სა და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ხოლო გმირ­თა მო­ე­და­ნი-თა­მა­რაშ­ვი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ე.წ. ვე­რეს ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოქ­მე­დებს მოძ­რა­ო­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის რე­ჟი­მი" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მთა­ვა­რი ფოტო: სქ­რი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან

იხი­ლეთ ვი­დეო: დატ­ბო­რი­ლი ქუ­ჩე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - რამ­დე­ნი ზარი შე­ვი­და 112-ში ღა­მით და რა ხდე­ბო­და თბი­ლის­ში ძლი­ე­რი წვი­მის დროს?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო

რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო

დედაქალაქში უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე, სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვას ცდილობს "ახმეტელის მეტროს" შესასვლელიდან. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მეტროს დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

"დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მზად არიან მოქალაქეებს გაუწიონ მათ კომპეტენციაში არსებული ყველა სახის დახმარება. სამაშველო სამსახური ამ ეტაპზე საგანგებო მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ნახეთ ვიდეო: ნიაღვარი დიღომში - სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

ძლიერი წვიმის გამო ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: სქრინი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

იხილეთ ვიდეო: დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რამდენი ზარი შევიდა 112-ში ღამით და რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმის დროს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი