პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულებულია. ტერიტორია დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უკვე დატოვეს.
სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირთ შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარს სრულად უჭერს.
თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, ემორჩილებიან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას და დღეს აქცია აღარ გაგრძელდება.
ზაზა სარალიძემ დღეს ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და აქცია შეწყვიტა.
ნახეთ ვიდეო: "აქციებს დროებით ვეთიშები" - ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მივიდა