26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის - “ოქროს ტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მელომანებს ღონისძიებაზე საღამოს 20:00 საათზე ელოდება, სადაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო მუსიკალური საღამო 21:00 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიური და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა.
მათივე ინფორმაციით, წლის მთავარ დაჯილდოების ცერემონიალს წელს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს. სპეციალურად „ოქოს ტალღისთვის“ კი, საქართველოში ორგზის „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერი ჩამოდის.
„ოქროს ტალღა“ წელს იუბილარია. რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააფუძნა.
ორგანიზატორების ცნობით, კონკურსის ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია სიმღერის პრემიერა, რომელიც რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოდან ერთ-ერთში („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიოს“) უნდა იყოს წარმოდგენილი.
ნომინაციაში „ხალხის რჩეულის“ გამარჯვებულის გამოვლენისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ვებ გვერდზე www.goldenwave.ge 24 ივნისის ღამის 00:00 საათამდე. სიმღერისთვის ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში ერთი ID-დან ხდება ერთხელ.
15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს.
„პროექტის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოსადგურის ეთერიდან ყოველდღიურად შეიტყობთ. 15 ნომინაცია, რომელშიც გამარჯვებულები
გამოვლინდებიან: წლის სიმღერა; წლის საუკეთესო მომღერალი ქალი; წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი; წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი; ინტერნეტრჩეული (ხალხის რჩეული); წლის დებიუტი; წლის რიმეიქი; წლის დუეტი; წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა; მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი; რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული; ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული; წლის ტელეპროექტი.
პროქეტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.გენერალური სპონსორი „თეგეტა მოტორსი“; გენერალური პარტნიორი “Artists union Conceptart”; ინტერნეტ სპონსორი დეველოპერული კომპანია „M 2 უძრავი ქონება“; სპონსორი ავეჯის ცენტრი “პანორამა და კლასიკა”; ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“;
“ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; პროექტის მასპინძელია სასტუმრიების ქსელი „ამბასადორი”; პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“; „ნატალი ჯგუფი“; “ახალი ნათება“; „TKT.GE“; ლაუნჯ რესტორანი „დორსი“; „ოქროს ტალღის“ საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: „რუსთავი 2“, „იბერია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მუსიკ ბოქსი“; “პალიტრა ტვ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.