ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის შეფასებით, ზვიად კუპრავას დაკავება და მისთვის პატიმრობის შეფარდება წინასწარ განზრახული ქმედებაა. მისი თქმით, ამის მიზანი ისაა, რომ კუპრავა და მისი მეგობრები აქციებს ვერ დაესწრონ.
"ეს იყო წინასწარ გაწერილი. მიზანი არის კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომ ისინი ვეღარ დაესწრონ აქციას",- განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას და სხვების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს, მანამდე კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და კიდევ სამ პირს 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.