მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?
სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?

ცნო­ბი­ლი ნათ­ქვა­მია, რომ შე­საკ­რებ­თა გა­და­ნაც­ვლე­ბით ჯამი არ იც­ვლე­ბა. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ეს ნათ­ქვა­მი ასე შეგ­ვიძ­ლია შევ­ცვა­ლოთ - ბგე­რის შეც­ვლით, ში­ნა­არ­სი არ იც­ვლე­ბა. ახ­ლა­ვე გან­ვმარ­ტავ, რა ბგე­რა­სა და ში­ნა­არსზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლას თუ არ გვახ­სოვს, გვსმე­ნია მა­ინც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას ჰქონ­და ერთი პე­რი­ო­დი, რო­მელ­საც "90-ია­ნე­ბის" სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. ამ სა­ხელ­ში იმ­დე­ნი რა­მეა ჩა­ტე­უ­ლი, რომ რთუ­ლია ერ­თმა სი­ტყვამ ამ­დე­ნი რამე და­ი­ტი­ოს, თუმ­ცა "90-ია­ნე­ბი" ყვე­ლა­ფერს იტევს, მათ შო­რის სუკ-ის აგენ­ტებ­საც, თან იმ­დენ აგენტს რამ­დე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რიც იყო. "90-ია­ნებ­ში" თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო პო­ტენ­ცი­უ­რი აგენ­ტი იყო, მთა­ვა­რია გეთ­ქვა რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და აგენ­ტო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იარ­ლი­ყი გქონ­და. უბ­რა­ლოდ უნდა წა­მოგცდე­ნო­და - მხო­ლოდ "ბორ­ჯო­მი" და ღვი­ნო, ქვე­ყა­ნას თა­ვის შე­სა­ნა­ხად არ ეყო­ფაო და მორ­ჩა, სუკ-ის აგენ­ტი იყა­ვი, რთუ­ლი იყო ამის მერე, თა­ვის მარ­თლე­ბა. აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ნამ­დვილ, პატ­რი­ოტ ქარ­თველს მსგავ­სი ეთ­ქვა, ეს ნათ­ქვა­მი ხომ მხო­ლოდ მტრის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს, მერე რა რომ სი­მარ­თლე იყო, მა­ინც მტერს ახა­რებ­და, ჰოდა თუ მტერს ახა­რებს შენი ნათ­ქვა­მი, სუკ-ის აგენ­ტი ხარ, აბა ვინ ხარ.

"90-ია­ნებ­ში" უამ­რა­ვი სუფ­თა ადა­მი­ა­ნი მო­ი­ნათ­ლა სუკ-ის აგენ­ტად, სამ­წუ­ხა­როდ, ამ რი­ტო­რი­კას ხელს ხე­ლისფლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც უწყობ­დნენ და ასე აგენ­ტებ­ში ვი­ყა­ვით. ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი ჯობს და ბევ­რი სუკ-ის აგენ­ტი მარ­თლა იყო, თუმ­ცა იმათ ჭკუა ჰყოფ­ნი­დათ და ისე ინიღ­ბე­ბოდ­ნენ, რომ არა­თუ აგენ­ტო­ბას აბ­რა­ლებ­და ვინ­მე, უდი­დეს პატ­რი­ო­ტე­ბა­დაც მი­იჩ­ნევ­და ერი.

90-ია­ნე­ბი­დან დიდი დრო გა­ვი­და. ცოტა ვის­წავ­ლეთ, განვვი­თარ­დით, რა­ღაც სფე­რო­ებ­ში წი­ნაც წა­ვე­დით, მაგ­რამ იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბა ისევ ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტის დო­ნე­ზე გვაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. აგენ­ტო­ბა დღე­საც მო­და­შია, უბ­რა­ლოდ სუკ-იდან სუს-ზე გა­და­ვე­დით, მხო­ლოდ ერთი ასო-ბგე­რა შევ­ცვა­ლეთ და სხვა ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

ბოლო დღე­ე­ბია, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ ერთ აქ­ცი­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რობს. დე­და­მი­წის ზურ­გზე არ მომ­ხდა­რა ერთი ფაქ­ტიც კი, რო­მელ­ზეც ყვე­ლას ერთი აზრი ექ­ნე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ­სე­ბობს სხვადსხვა აზრი. ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა, ცალ­სა­ხად თან­ხმდე­ბა, რომ დათო სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ, უბ­რა­ლოდ არ ეთან­ხმე­ბი­ან ზაზა სა­რა­ლი­ძის სხვა მო­თხოვ­ნებს და ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ აზრს გა­მოთ­ქვა­მენ. ჰოდა ეს ხალ­ხი, ზაზა სა­რა­ლი­ძის მხარ­და­ჭერ­თა უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, სუს-ის აგენ­ტე­ბი არი­ან.

რა თქმა უნდა, სოცქსელ­ში და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს და სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ უშიშ­რო­ე­ბაც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­დეს ამას, მაგ­რამ ყვე­ლას სუს-ის აგენ­ტად მო­ნათ­ვლა ერ­თგვა­რი პა­რა­ო­ნი­აა და მომ­ხრე­ე­ბის­თვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შექ­მნა, რომ მხო­ლოდ უშიშ­რო­ე­ბაა მათ წი­ნა­აღ­მდე­გი, თო­რემ ერი და ბერი მათ­თან დგას. თუ ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ჯე­რებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ვე­ლი მე­ო­რე, სუს-ის აგენ­ტია ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სუ­რა­თია - ყვე­ლა, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არაა, სუს-შია.

გავა 20-30 წელი, იმე­დი მაქვს რომ ყვე­ლა­ფერ­ში გვექ­ნე­ბა წინსვლა, მათ შო­რის იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბებ­შიც და სუკ-ისა და სუს-ის მერე არ იქ­ნე­ბი­ან სუდ-ის (სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი) ან სუგ-ის (სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა) აგენ­ტე­ბი, თუმ­ცა "90-ია­ნებ­შიც" იმე­დი გვქონ­და, რომ 2018 წელს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და...

P.S. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ბლო­გის წა­კი­თხვის მერე, მეც ჩამ­წე­რენ სუს-ის აგენ­ტთა რი­გებ­ში, კო­დუ­რი სა­ხე­ლით - ბლო­გე­რი. ვინც ჩამ­წერს, მათ­თან ერთი თხოვ­ნა მაქვს, მე წვდო­მა არა მაქვს ხელ­ფა­სებ­ზე და რომ ჩა­ი­რი­ცხე­ბა, რო­გორ­მე მო­მაწ­ვდი­ნეთ ხმა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?

სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?

ცნობილი ნათქვამია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქართულ რეალობაში ეს ნათქვამი ასე შეგვიძლია შევცვალოთ - ბგერის შეცვლით, შინაარსი არ იცვლება. ახლავე განვმარტავ, რა ბგერასა და შინაარსზეა საუბარი. ყველას თუ არ გვახსოვს, გვსმენია მაინც, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ერთი პერიოდი, რომელსაც "90-იანების" სახელით მოვიხსენიებთ. ამ სახელში იმდენი რამეა ჩატეული, რომ რთულია ერთმა სიტყვამ ამდენი რამე დაიტიოს, თუმცა "90-იანები" ყველაფერს იტევს, მათ შორის სუკ-ის აგენტებსაც, თან იმდენ აგენტს რამდენი განსხვავებული აზრიც იყო. "90-იანებში" თითქმის მთელი საქართველო პოტენციური აგენტი იყო, მთავარია გეთქვა რაიმე განსხვავებული აზრი და აგენტობის დამადასტურებელი იარლიყი გქონდა. უბრალოდ უნდა წამოგცდენოდა - მხოლოდ "ბორჯომი" და ღვინო, ქვეყანას თავის შესანახად არ ეყოფაო და მორჩა, სუკ-ის აგენტი იყავი, რთული იყო ამის მერე, თავის მართლება. აბა, როგორ შეიძლება, ნამდვილ, პატრიოტ ქართველს მსგავსი ეთქვა, ეს ნათქვამი ხომ მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მერე რა რომ სიმართლე იყო, მაინც მტერს ახარებდა, ჰოდა თუ მტერს ახარებს შენი ნათქვამი, სუკ-ის აგენტი ხარ, აბა ვინ ხარ.

"90-იანებში" უამრავი სუფთა ადამიანი მოინათლა სუკ-ის აგენტად, სამწუხაროდ, ამ რიტორიკას ხელს ხელისფლების მაღალჩინოსნებიც უწყობდნენ და ასე აგენტებში ვიყავით. ცოდვა გამხელილი ჯობს და ბევრი სუკ-ის აგენტი მართლა იყო, თუმცა იმათ ჭკუა ჰყოფნიდათ და ისე ინიღბებოდნენ, რომ არათუ აგენტობას აბრალებდა ვინმე, უდიდეს პატრიოტებადაც მიიჩნევდა ერი.

90-იანებიდან დიდი დრო გავიდა. ცოტა ვისწავლეთ, განვვითარდით, რაღაც სფეროებში წინაც წავედით, მაგრამ იარლიყების მიწებება ისევ ეროვნული სპორტის დონეზე გვაქვს განვითარებული. აგენტობა დღესაც მოდაშია, უბრალოდ სუკ-იდან სუს-ზე გადავედით, მხოლოდ ერთი ასო-ბგერა შევცვალეთ და სხვა ყველაფერი უცვლელი დარჩა.

ბოლო დღეებია, მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთ აქციასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს. დედამიწის ზურგზე არ მომხდარა ერთი ფაქტიც კი, რომელზეც ყველას ერთი აზრი ექნებოდა, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც არსებობს სხვადსხვა აზრი. ხალხის უმეტესობა, ცალსახად თანხმდება, რომ დათო სარალიძის მკვლელები უნდა დაისაჯონ, უბრალოდ არ ეთანხმებიან ზაზა სარალიძის სხვა მოთხოვნებს და ამის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ. ჰოდა ეს ხალხი, ზაზა სარალიძის მხარდაჭერთა უმეტესობის აზრით, სუს-ის აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, სოცქსელში დაწერილი სტატუსი, საზოგადოების აზრზე დიდ გავლენას ახდენს და სრულებით შესაძლებელია, რომ უშიშროებაც წარმატებით იყენებდეს ამას, მაგრამ ყველას სუს-ის აგენტად მონათვლა ერთგვარი პარაონიაა და მომხრეებისთვის შთაბეჭდილების შექმნა, რომ მხოლოდ უშიშროებაა მათ წინააღმდეგი, თორემ ერი და ბერი მათთან დგას. თუ ამ ადამიანებს დავუჯერებთ, ფაქტობრივად, ყოველი მეორე, სუს-ის აგენტია ანუ დაახლოებით ასეთი სურათია - ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" არაა, სუს-შია.

გავა 20-30 წელი, იმედი მაქვს რომ ყველაფერში გვექნება წინსვლა, მათ შორის იარლიყების მიწებებებშიც და სუკ-ისა და სუს-ის მერე არ იქნებიან სუდ-ის (სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი) ან სუგ-ის (სახელმწიფო უშიშროების განყოფილება) აგენტები, თუმცა "90-იანებშიც" იმედი გვქონდა, რომ 2018 წელს ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული იქნებოდა...

P.S. დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის წაკითხვის მერე, მეც ჩამწერენ სუს-ის აგენტთა რიგებში, კოდური სახელით - ბლოგერი. ვინც ჩამწერს, მათთან ერთი თხოვნა მაქვს, მე წვდომა არა მაქვს ხელფასებზე და რომ ჩაირიცხება, როგორმე მომაწვდინეთ ხმა.

ლადო გოგოლაძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები