პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 წელია, რაც ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფი, კონკურენციის გამო, რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურის დატოვებას აიძულებს" - ფიოდორ ჩელიშევი
"1 წელია, რაც ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფი, კონკურენციის გამო, რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურის დატოვებას აიძულებს" - ფიოდორ ჩელიშევი

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბი­თა და ტყუ­ი­ლე­ბით მი­აღ­წი­ონ მი­ზანს და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ი­კა­ვონ ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი ნიშა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, - ამის შე­სა­ხებ პა­რაპ­ლა­ნის­ტმა ფი­ო­დორ ჩე­ლი­შევ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია, რაც ად­გი­ლობ­რივ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო, რუს და უკ­რა­ი­ნელ პა­რაპ­ლა­ნის­ტებს გუ­და­უ­რის და­ტო­ვე­ბას აი­ძუ­ლებს და ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად პო­ლი­ცი­ას არა­ნა­ი­რი ზომა არ მი­უ­ღია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი 2.5 წე­ლია და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნაა. ახ­ლა­ხან გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე იმის­თვის, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ჩემს წა­მოს­ვლას სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ ვი­ღებ.

კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის მი­ზე­ზი საკ­მა­ოდ ღრმაა და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­თა ნა­წილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა (სფე­რო), მათ შო­რის პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნა, სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს. ისი­ნი ტუ­რის­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ კვად­რო­ციკ­ლებ­თან, ცხე­ნებ­თან, თხი­ლა­მუ­რე­ბით ან სნო­უ­ბორდთან და­კავ­ში­რე­ბულ სერ­ვი­სებს. ორ წელ­ზე ნაკ­ლე­ბია, რაც პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნე­ბიც და­ი­წყეს. თა­ვი­დან შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ვი­მუ­შა­ოთ და ფული ვუ­ხა­დოთ იმის­თვის, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავფრი­ნავთ. 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მო­თხოვ­ნე­ბი შე­იც­ვა­ლა და იქამ­დე მი­ვი­და, რომ სა­ერ­თოდ უნდა დავ­ტო­ვოთ ტე­რი­ტო­რია. ამის გამო კონ­ფლიქ­ტე­ბი დი­დი­ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - გა­ნა­ცხა­და ფი­ო­დორ ჩე­ლი­შევ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­სულ წელს ამა­ვე ჯგუფ­მა კა­ხე­თი­დან გუ­და­ურ­ში ჩა­სუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ამა­ვე მი­ზე­ზით სცე­მა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არა მხო­ლოდ უცხო­ე­ლებს, არა­მედ სხვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­სულ ქარ­თვე­ლებ­საც უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად.

„პა­რაპ­ლა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლამ იცის. ახლა კი ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბი­თა და ტყუ­ი­ლე­ბით მი­აღ­წი­ონ მი­ზანს და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ი­კა­ვონ ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი ნიშა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რომ გუ­და­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­რორ­ტია, სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­დე­ბა. ეს ად­გი­ლი რუ­სე­თი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან წა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი არ­ტე­რი­აა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ქვეყ­ნის ჭიშ­კა­რია. თუკი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბი და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­ზა­რალ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ფი­ო­დორ ჩე­ლი­შევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ ად­გი­ლობ­რი­ვებს, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვთ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს.

„მე მეს­მის, რომ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­რი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან სა­ი­მი­სოდ, რომ ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი ნიშა და­ი­კა­ვონ, თუმ­ცა ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი და ტუ­რის­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ან ენა არ იცი­ან. არ მინ­დო­და ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა, თუმ­ცა სა­ნამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუმ­ში ჩემი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი ოჯახ­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა. უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ სა­ხელ­წმი­ფო დო­ნე­ზე გა­ტარ­დეს ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის კონ­ტრო­ლი, ვინც ტუ­რის­ტებ­თან მუ­შა­ობს,“ - გა­ნა­ცხა­და ფი­ო­დორ ჩე­ლი­შევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დაბა გუ­და­ურ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ძა­ლა­დო­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ოთხი ად­გი­ლობ­რი­ვი და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"1 წელია, რაც ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფი, კონკურენციის გამო, რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურის დატოვებას აიძულებს" - ფიოდორ ჩელიშევი

"1 წელია, რაც ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფი, კონკურენციის გამო, რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურის დატოვებას აიძულებს" - ფიოდორ ჩელიშევი

ადგილობრივებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ძალადობითა და ტყუილებით მიაღწიონ მიზანს და ერთპიროვნულად დაიკავონ ყველა ტურისტული ნიშა ამ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პარაპლანისტმა ფიოდორ ჩელიშევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 1 წელია, რაც ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფი, კონკურენციის გამო, რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურის დატოვებას აიძულებს და ამ პრობლემის გადასაჭრელად პოლიციას არანაირი ზომა არ მიუღია.

„საქართველოში ვიმყოფები 2.5 წელია და ჩემი საქმიანობა პარაპლანით ფრენაა. ახლახან განცხადება დავწერე იმისთვის, რომ საავადმყოფოდან ჩემს წამოსვლას საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიღებ.

კონფლიქტის დაწყების მიზეზი საკმაოდ ღრმაა და დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა ტურისტული მომსახურება (სფერო), მათ შორის პარაპლანით ფრენა, საკუთარ ხელში აიღოს. ისინი ტურისტებს სთავაზობენ კვადროციკლებთან, ცხენებთან, თხილამურებით ან სნოუბორდთან დაკავშირებულ სერვისებს. ორ წელზე ნაკლებია, რაც პარაპლანით ფრენებიც დაიწყეს. თავიდან შემოგვთავაზეს, რომ მათ დაქვემდებარებაში ვიმუშაოთ და ფული ვუხადოთ იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე დავფრინავთ. 1 წლის განმავლობაში კი მოთხოვნები შეიცვალა და იქამდე მივიდა, რომ საერთოდ უნდა დავტოვოთ ტერიტორია. ამის გამო კონფლიქტები დიდიხანია მიმდინარეობს,“ - განაცხადა ფიოდორ ჩელიშევმა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ამავე ჯგუფმა კახეთიდან გუდაურში ჩასული აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი ამავე მიზეზით სცემა. მისივე თქმით, აღნიშნული პირები არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ სხვა რეგიონიდან ჩასულ ქართველებსაც უსწორდებიან ფიზიკურად.

„პარაპლანებთან დაკავშირებითაც ერთი წლის განმავლობაში არაერთი კონფლიქტი მოხდა, რის შესახებაც ყველამ იცის. ახლა კი ამ ადამიანებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ძალადობითა და ტყუილებით მიაღწიონ მიზანს და ერთპიროვნულად დაიკავონ ყველა ტურისტული ნიშა ამ ტერიტორიაზე.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ გუდაური საერთაშორისო კურორტია, სადაც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ეს ადგილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან წამოსული ტურისტების საქართველოსთან დამაკავშირებელი არტერიაა. ფაქტობრივად, ეს ქვეყნის ჭიშკარია. თუკი ამ ტერიტორიაზე მსგავსი კონფლიქტები და კრიმინალური დაჯგუფებები იქნება, ტურისტული ბიზნესი მთელი საქართველოს მასშტაბით დაზარალდება,“ - განაცხადა ფიოდორ ჩელიშევმა.

მისივე თქმით, იმ ადგილობრივებს, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, სათანადო კვალიფიკაცია არ აქვთ, რამაც შეიძლება ფატალური შედეგები მოიტანოს.

„მე მესმის, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში საკმარისი სპეციალისტები არიან საიმისოდ, რომ ყველა ტურისტული ნიშა დაიკავონ, თუმცა ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი სახელმწიფო კონტროლი და ტურისტებს მომსახურებას უწევენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ან კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებენ ან ენა არ იციან. არ მინდოდა ამ თემით სპეკულირება, თუმცა სანამ საავადმყოფოში ვიწექი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ჩემი მეგობარი, ცნობილი ქირურგი ოჯახთან ერთად დაიღუპა. უბრალოდ მინდა, რომ სახელწმიფო დონეზე გატარდეს ყველა იმ ადამიანის კონტროლი, ვინც ტურისტებთან მუშაობს,“ - განაცხადა ფიოდორ ჩელიშევმა.

შეგახსენებთ, დაბა გუდაურში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ოთხი ადგილობრივი დააკავეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ