სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირზა სუბელიანის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
მირზა სუბელიანის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. “2018 წლის 10 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ამ გა­ნი­ხი­ლა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ბრალ­დე­ბულ მ.ს-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. საქ­მე ეხე­ბა 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ არას­რულ­წლო­ვან­თა მკვლე­ლო­ბის ფაქტს. საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო გ.ჯ.-ს მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მან არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხე­ზე იყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი (მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი), ისე ფორ­მა­ლუ­რი (საპ­რო­ცე­სო) სა­ფუძ­ვლე­ბი. სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნი­სა და გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად ჩათ­ვა­ლა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მ.ს.-მა ჩა­ი­დი­ნოს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი, კერ­ძოდ ხელი შე­უ­შა­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბა­ში და ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს მოწ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2018 წლის 30 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მირზა სუბელიანის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. “2018 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ მ.ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მ.ს.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის თაობაზეც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და გამოვლენის მიზნით. შესაბამისად ჩათვალა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა მ.ს.-მა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, კერძოდ ხელი შეუშალოს გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ