პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი" - მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა
"თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი" - მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა

თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი სი­ცო­ცხლის გაც­ვლით ამ ბავ­შვის სი­ცო­ცხლის დაბ­რუ­ნე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გავცვლი­დი, - ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გი­სო­სე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

„ვი­ზი­ა­რებ მშობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას, მათ ტრა­გე­დი­ას. ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­დან­დგურ­და“, - გა­ნა­ცხა­და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. თა­ვის მხრივ სუ­ბე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტებ­მა 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, რაც მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე შემ­დგო­მი პრო­ცე­სი 30 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ნა­თე­სა­ვე­ბის, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მოწ­მის და ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახ­ში, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ჯ. სა­უბ­რი­სას მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბა­ში გ.ჯ.-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც მან არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის ირ­გვლივ გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რის მქო­ნე სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ ეტ­პა­ზე უც­ნო­ბია გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ თუ არა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ად­ვო­კატ­მა ეკა­ტე­რი­ნე ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­კი­თხზე მას მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბა. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო.

„რო­გორც ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით, პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჯე­რო­ვა­ნი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე შე­ე­ზღუ­დოს. პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის უნდა არ­სე­ბობ­დეს ისე­თი სა­ფუძ­ვლე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მი­მალ­ვის საფრ­თხე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე, მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის საფრ­თხე, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე. ამ საფრ­თხე­ე­ბი­დან ერთ–ერთი მა­ინც უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი" - მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა

"თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი" - მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა

თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, - ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.

„ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი გადანდგურდა“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ სუბელიანის ადვოკატებმა 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. მირზა სუბელიანის საქმეზე შემდგომი პროცესი 30 ივლისს ჩაინიშნა.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ ეტპაზე უცნობია გაასაჩივრებენ თუ არა მირზა სუბელიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე მას მირზა სუბელიანთან კონსულტაციები ექნება. მისივე შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.

„როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა. არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე შეეზღუდოს. პატიმრობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეებიდან ერთ–ერთი მაინც უნდა არსებობდეს, რომ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს