მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:
"საავადმყოფოდან ერთი მხრივ გახარებული გამოვედი - ტვინის გარადამავალი იშემია, არ აღმოჩნდა სრულფასოვანი გაჟონვა. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს სიმპტომები თურმე მოამზადა ჰაიმორიტმა. ჰაიმორიტს რომ ეს შეძლებია, არ ვიცოდი და, თურმე, შარო საიდან მოდიხარო. ახლა გამომიწერეს ექიმებმა დაახლოებით 10 დღე ინტენსიური მკურნალობა სახლში, წოლითი რეჟიმით, მწვავე ჰაიმორიტზე და გაჟონვა აქედან იყო გამოწვეულიო. მოკლედ, ასე ვარ გაჟონვით სახლში და ჰაიმორიტს ვმკურნალობ, - წერს ირაკლი კაკაბაძე და კომენტარებში აზუსტებს, - გაჟონვა არ იყოო. დამაიმედეს. იშემია იყო გარდამავალიო - და ჰაიმორიტმა იმოქმედაო.
ალბათ ოპერაცია მექნება გასაკეთებელი ჰაიმორიტზე. და ტვინის მარცხენა მხარის იშემია მქონდა 95 პროცენტი სატურაციით სამშაბათს. მერე ორი დღე ვიწექი ალადაშვილი, ჩემო ბატონო, ჰოდა იქ თურმანიძეებმა მომხედეს - მაგათ ვენაცვალე".