ავტორი:

"ხშირად არის მთლიანად ვცვლით ნომერს" - გაიცანით ადამიანი, რომელიც "იქს ფაქტორს" ქორეოგრაფიულად აფორმებს

"ხშირად არის მთლიანად ვცვლით ნომერს" - გაიცანით ადამიანი, რომელიც "იქს ფაქტორს" ქორეოგრაფიულად აფორმებს

„იქს ფაქტორის“ წლევანდელი კონცერტები ქორეოგრაფიულად უფრო დატვირთული და მრავალფეროვანია. მუსიკალური ნომრების ქორეოგრაფიაზე ახალგაზრდა მოცეკვავე მიშკა ტალახაძე ზრუნავს, მის კარიერაში წარმატებული პერიოდი „ნიჭიერში“ გამოჩენით დაიწყო, პროექტის დასრულების შემდეგ, მან პროექტის შემქნელებთან დაიწყო მუშაობა. მიშკა ტალახაძეს „იმედის“ მეგაპროექტების გარდა, არაერთ ცნობილ მომღერალთან უმუშავია, უფრო დაწვრილებით საკუთარი თავის შესახებ AMBEBI.GE-ს მიშკამ თავად უამბო.

- ღრმა ბავშვობიდან მიყვარს ცეკვა, მაგრამ კონკრეტულად თანამედროვე ცეკვებით 15 წლის ასაკში დავინტერესდი, მე და ჩემს თანატოლებს ერთი ვიდეო მოგვეწონა, რომელიც კასეტაზე სრულიად შემთხვევით ვიპოვეთ და ასე დავიწყეთ ბრეიკდანსის ცეკვა. თავიდან იმდენად უცხო იყო ეს ცეკვა ჩვენი რეალობისთვის, რომ ხალხი რეპერებს გვეძახდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი განვითარდა - ბრეიკდანსმა უკან გადაიწია და წინა პლანზე გადმოვიდა ჰიპჰოპი. ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით რა გვინდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოვყალიბდით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისწავდომი, თბილისის სხვადასხვა უბნებში გაჩნდა პატარ-პატარა ჯგუფები და ასე ჩამოვაყალიბე ჯგუფი „სვიგერს“.

- რა იყო თქვენი პირველი წარმატება?

- პირველი წარმატება იყო „ნიჭიერში“ გამოჩენა. პროექტის დასრულების შემდეგ, გავხდი „ნიჭიერის“ ქორეოგრაფის ასისტენტი, შემდეგ მთავარი ქორეოგრაფი და ასე მოვედი აქამდე, „სვიგერსმა“ მოუტანა ცეკვის ამ სახეობას დიდი პოპულარობა საქართველოში, ბავშვებს უყვართ ჰიპჰოპი და უამრავი სტუდია არსებობს უკვე. ტარდება კონკურსები და ა.შ.

- კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- საკუთარი თავის კონკურენტი მე თვითონ ვარ. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვიმარჯვებ საკუთარ თავზე, ანუ შედეგით არ ვარ კმაყოფილი. ბოლოს საკუთარ თავზე „ნიჭიერის“ ფინალზე გავიმარჯვე, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მოკლე დროში გამეკეთებინა ქორეოგრაფიული ნომრები პროექტისთვის, მაგრამ მე ეს შევძელი და კმაყოფილი ვიყავი.

- როგორ მუშაობთ კონკურსანტთან?

- ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა კონკურსანტთან, ხშირად არის მთლიანად ვცვლით ნომერს, ან რედაქტირებას ვუკეთებთ. გააჩნია რა აქვს მომზადებული კონკურსანტს. მომღერლისთვის პლასტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მღერი და თან სწორად მოძრაობ, მსმენელი ხვდება, რომ გრძნობ რასაც მღერი და უფრო მოსწონს შენი მუსიკალური ნომერი. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია ცეკვა, მაგრამ რაც უნდა ადამიანს, თუ მოინდომებს აუცილებლად გამოუვა.

- ცნობილი მომღერლებიდან ვისთან მუშაობა იყო განსაკუთრებით საინტერესო?

- უამრავ ქართველ მომღერალთან მიმუშავია. განსაკუთრებით მოხიბლული დავრჩი ჩემი ქორეოგრაფიით, როცა კახი კალაძის გაცილებას ბერამ კონცერტი მიუძღვნა, სტადიონზე დაეწერა კახა კალაძე და ლამაზი ქორეოგრაფია გვქონდა. ასევე საინტერესო იყო ლელა წურწუმიასთან მუშაობა, როგორც მოცეკვავემ ისე ვიმუშავე მასთან და დიდი პროფესიონალი მომღერალია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება