თბილისის მერი კახი კალაძე გომბორის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულების ახლობლებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე. სასწავლო წლის მიწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. "მარშუტკა" გზიდან გადავარდა. უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებზე და ტრასებზე.
ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კახა კალაძე ფეისბუქში საკუთარ გვერდზე.