პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, პა­რაპ­ლა­ნით მფრი­ნა­ვი ფე­ო­დორ ჩე­ლი­შე­ვი, რო­მელ­საც 9 ივ­ნისს გუ­და­ურ­ში სცე­მეს, აცხა­დებს, რომ კონ­ფლიქ­ტი არა პო­ლი­ტი­კას, არა­მედ ბიზ­ნესს უკავ­შირ­დე­ბა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს და­ინ­ტე­რეს­დეს ფაქ­ტით, რომ გუ­და­ურ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრა­სას კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა აკონ­ტრო­ლებს.

„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ სპე­კუ­ლა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ამ ჩხუ­ბის გარ­შე­მო ატყდა, თით­ქოს­და ჩხუ­ბი პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. მე არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და ის, რაც მოხ­და, ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა იყო. ბი­ჭე­ბი ამ სოფ­ლი­დან იგი­ვე საქ­მით, ანუ პა­რაპ­ლა­ნის ფრე­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. მათ მე და სხვა პა­რაპ­ლა­ნის­ტებს აგ­ვიკ­რძა­ლეს ფრე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მუ­ქა­რე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და. მე მომ­წონს სა­ქარ­თვე­ლო და მომ­წონს გუ­და­უ­რი და კვლა­ვაც ვა­პი­რებ ტუ­რის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას. ინ­ცი­დენ­ტის დროს კი მათ­თან მი­ვე­დი და ვი­კი­თხე, რა­ტომ გა­და­კე­ტეს საფ­რენ­თან გა­სას­ვლე­ლი. ამ დროს მოხ­და ჩემ­ზე თავ­დას­ხმა. ნუ ისა­უბ­რებთ პო­ლი­ტი­კა­ზე, ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრა­სა­ზე კონ­ტროლს კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს. ვფიქ­რობ, მომ­ხდა­რით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს. ეს ქვეყ­ნის იმიჯ­ზეც ცუ­დად მოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ფე­ო­დორ ჩე­ლი­შევ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე: გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუსეთის მოქალაქე, პარაპლანით მფრინავი ფეოდორ ჩელიშევი, რომელსაც 9 ივნისს გუდაურში სცემეს, აცხადებს, რომ კონფლიქტი არა პოლიტიკას, არამედ ბიზნესს უკავშირდება. ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაინტერესდეს ფაქტით, რომ გუდაურში საერთაშორისო ტრასას კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომელიც ამ ჩხუბის გარშემო ატყდა, თითქოსდა ჩხუბი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. მე არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ის, რაც მოხდა, ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო. ბიჭები ამ სოფლიდან იგივე საქმით, ანუ პარაპლანის ფრენით არიან დაკავებულები. მათ მე და სხვა პარაპლანისტებს აგვიკრძალეს ფრენის განხორციელება. მუქარები მთელი წლის განმავლობაში ისმოდა. მე მომწონს საქართველო და მომწონს გუდაური და კვლავაც ვაპირებ ტურისტებთან მუშაობას. ინციდენტის დროს კი მათთან მივედი და ვიკითხე, რატომ გადაკეტეს საფრენთან გასასვლელი. ამ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა. ნუ ისაუბრებთ პოლიტიკაზე, ისაუბრეთ იმაზე, რომ საერთაშორისო ტრასაზე კონტროლს კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს. ვფიქრობ, მომხდარით საქართველოს მთავრობა უნდა დაინტერესდეს. ეს ქვეყნის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს“, - განაცხადა ფეოდორ ჩელიშევმა.

იხილეთ ასევე: გუდაურში მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო