Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს
გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის დაბა გუ­და­ურ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მომ­ხდარ კონ­ფლიქ­ტის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ასე­ვე: "შე­ხე­ბა არ მაქვს პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და ეს ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა იყო" - რა მოხ­და გუ­და­ურ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი პა­რაპ­ლა­ნით მფრი­ნა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ქარ­თველ პა­რაპ­ლა­ნით მფრი­ნა­ვებ­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, რომ­ლებ­საც დაბა გუ­და­უ­რის ახ­ლოს იჯა­რით აქვთ აღე­ბუ­ლი პა­რაპ­ლა­ნით დაშ­ვე­ბის ად­გი­ლე­ბი, კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა დრო­საც ქარ­თველ­მა მფრი­ნა­ვებ­მა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მის­ვლის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და, თუმ­ცა მათ მა­ლე­ვე შეძ­ლეს კონ­ფლიქ­ტის გან­მუხ­ტვა. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე დად­გინ­და, რომ ქარ­თვე­ლი პა­რაპ­ლა­ნით მფრი­ნა­ვე­ბი შემ­თხვე­ვით უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ იჯა­რით აღე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ეშ­ვნენ, რა­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და მხა­რე­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და სა­მი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხა. ასე­ვე, ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მე­ო­რე დღეს, ქარ­თველ­მა მფრი­ნა­ვებ­მა დაბა გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნით საფ­რენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­სას­ვლე­ლი გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხეს და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს - პა­რაპ­ლა­ნის­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, რის გა­მოც მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, ქარ­თველ­მა პა­რაპ­ლა­ნით მფრი­ნა­ვებ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს: სერ­გეი დე­მენ­ტი­ევს და ფე­ო­დორ ჩე­ლი­შევს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და­უ­ზი­ა­ნეს.

კონ­ფლიქ­ტის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ფე­ო­დორ ჩე­ლი­შე­ვი ამ დრო­ის­თვის თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ი­კი­თხა კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე რუ­სე­თის ორი­ვე მო­ქა­ლა­ქე, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შო.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლა­დო­ბას და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: "შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა. გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს.

კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორივე მოქალაქე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაშო.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს