Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი - შსს-ს ოფიციალური განცხადება
რა ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი - შსს-ს ოფიციალური განცხადება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბას AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, 2018 წლის 1 ივ­ნისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი ორი მო­ზარ­დი - მათ­გან ერთი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო მე­ო­რე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ხუთი პირი. და­ი­კი­თხა 100-ზე მეტი მოწ­მე, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მემ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მოწ­მემ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ებ­სა­თან, შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­დნენ, პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს ბოლო სხდო­მა­ზე მის­ცეს ჩვე­ნე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა, აგ­რეთ­ვე მხა­რე­თა მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ­მა სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა, საქ­მე­ში გა­მოკ­ვე­თა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე შე­საძ­ლო ზე­წო­ლის და სხვა პირ­თა მიერ და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი. სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რა არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­დე­გად, და­მა­ტე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.

კერ­ძოდ, მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 372-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მე­რაბ მორ­ჩა­ძე, ხოლო ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მე­რაბ მორ­ჩა­ძემ, სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ბრალ­დე­ბულ მ.კ.-ზე, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში ამ­ხელ­და მე­რაბ მორ­ჩა­ძის მე­გობ­რის შვილს - ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს. მე­რაბ მორ­ჩა­ძე არა­ერ­თხელ შეხ­ვდა ძმებს - მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალ­დე­ბულ გ. ჯ.-ს სა­სარ­გებ­ლოდ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით, გა­დას­ცა მათ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და სა­ნაც­ვლოდ მ.კ.-ს მოს­თხო­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, რომ თით­ქოს მ.კ.-ს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში გ.ჯ.-ს ხელ­ში არ და­უ­ნა­ხავს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი.

მე­რაბ მორ­ჩა­ძე მ.კ.-ს ასე­ვე და­პირ­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ჩვე­ნე­ბის შეც­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და სა­კუ­თა­რი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. შე­დე­გად, 2018 წლის აპ­რილ­ში სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას, გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მ.კ.-მ გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს ხელ­ში დანა არ და­უ­ნა­ხავს. რაც შე­ე­ხე­ბა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ნა­თე­სა­ვე­ბის, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მოწ­მის და ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახ­ში, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ჯ. სა­უბ­რი­სას მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბა­ში გ.ჯ.-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც მან არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის ირ­გვლივ გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რის მქო­ნე სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად. კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბის, 51-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე სხვა პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­ად­გენს და და­ა­ყე­ნებს ყვე­ლა იმ პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, რომ­ლებ­საც რა­ი­მე ფორ­მით კავ­შირ­ში აქვთ და­ნა­შა­ულ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღიაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მზად არის ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი. ჩვენ უკვე ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან და მზად ვართ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან“, - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი - შსს-ს ოფიციალური განცხადება

რა ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი - შსს-ს ოფიციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მირზა სუბელიანი დაკავებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის.

შსს-ს განცხადებას AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2018 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი მოზარდი - მათგან ერთი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო მეორე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული ორი და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ხუთი პირი. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს.

სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც მანამდე თანამშრომლობდა გამოძიებსათან, შეცვალა ჩვენება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ, პირველად სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს ჩვენება. ყოველივე ზემოაღნიშნულმა, აგრეთვე მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა სხვა მტკიცებულებებმა, საქმეში გამოკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, პროცესის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლის და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტები. სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი.

კერძოდ, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს - ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს - მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი.

მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორის და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა საზოგადოებისთვის და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო კომისიასთან“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ