დისტანციური სწავლის პერსპექტივა საქართველოში

დისტანციური სწავლის პერსპექტივა საქართველოში

დისტანციური სწავლა დღეს საქართველოში არც ისე ხშირად გვხვდება და ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. ის საშუალებას აძლევს იმ სტუდენტებს, რომლებიც არ იმყოფებიან ქვეყანაში და ვერ ახერხებენ დაესწრონ ლექციებსა თუ სემინარებს, ინტერნეტ რეჟიმში ჩააბარონ გამოცდები და მოისმინონ ლექციები.

საქართველოში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი უკვე მსჯელობს აღნიშნული მეთოდის შემოღებასა და განვითარებაზე. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზვიად ფიფია აცხადებს, ეს საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა, მისი თქმით, თუ უნივერსიტეტს სურს, იყოს მოწინავე პოზიციაზე, უნდა განავითაროს საგანმანათლებლო პროცესი.

"ჩვენთვის მთავარია უზრუნველვყოთ ამ პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და ყველა სტუდენტს მივცეთ საშუალება მიიღოს განათლება. ეს პროცესი გახდეს მათთვის ბევრად კომფორტული და საინტერესო", - განაცხადა ფიფიამ

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით არ ითვალისწინებს მსგავსი პროგრამების განხორციელებას.

"ამ ეტაპზე ეს არის შეუძლებელი, თუმცა პერსპექტივაზე ფიქრი და მსჯელობა ნამდვილად შეიძლება, რადგან ეს პროგრამა საზღვარგარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს და აუცილებელია მასზე ხელი ქართველ სტუდენტებსაც მიუწვდებოდეთ, ონლაინ სწავლება ეს არის მომავლის სწავლება, ეს სწავლება იქნება უნივერსიტეტების ტრანსფორმაცია საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში განათლებას დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანს" - განაცხადა ზვიად ფიფიამ.

თუმცა, როგორც ყველა პროცესს და პროგრამას, დისტანციურ სწავლას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებით მხარეს წარმოადგენს ელექტრონული კურსების დრო, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი დრო ელექტრონული კურსების გავლისთვის და არამხოლოდ საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრი, რასაც ჩვეულებრივ სთავაზობენ ნივერსიტეტები.

რაც შეეხება ღირებულებას, დისტანციური სწავლის ფასი ბევრად იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი კურსის გავლის შემთხვევაში.

პროგრამის უარყოფით მხარეებში შეიძლება მოვიაზროთ ის რომ, დისტანციური სწავლება არ მოიცავს ურთიერთობას თანაკურსელებთან და იმ ხალხთან, რომელიც უნივერსიტეტის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია. ამასთან, სტუდენტს არ მოუწევს ლექტორთან პირისპირ შეხვედრა, ეს სწავლება მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიების ცოდნასაც.

ამ ეტაპზე საქართველო სტუდენტებს შემდეგ დისტანციურ პროგრამას სთავაზობს: 2016 წლიდან ფუნქციონირებს "ქართული ენის, როგორც მეორე ენის" დისტანციური სკოლა, რომელიც უცხოეთში მყოფ მოსწავლეებს სრულიად უფასოდ სთავაზობს ენის სწავლას ონლაინ რეჟიმში. საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა 25 წუთს შეადგენს.

დისტანციური სკოლის სამსახურის უფროსის მარიკა სიხარულიძის განცხადებით დისტანციური სწავლების ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანი და სახალისოა სტუდენტებისთვის. "მასწავლებლები გადიან ტრენინგებს, ბავშვების დაინტერესების მხრივ, რასაც ემატება ვირტუალური ძალიან დიდი შესაძლებლობა“ - განაცხადა მარიკა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ონლაინ სწავლების სისტემა საქართველოში არ მუშაობს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც არ ავალდებულებს სასწავლო დაწესებულებებს, შესთავაზოს სხვადასხვა ონლაინ პროგრამები სტუდენტებს. მაგრამ როგორც აცხადებენ, ამაზე ფიქრი უკვე დაწყებულია და ყველა ადამიანს შეეძლება ონლაინ სწავლებით გაიაროს სრული საბაკალავრო და სამაგისტრო კურსი.

ავტორი: ნატალი მიხაილოვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი