მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელი სკოლის მოსწავლეები მოყვნენ ავარიაში გომბორზე - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის რომელი სკოლის მოსწავლეები მოყვნენ ავარიაში გომბორზე - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რი წყლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 16 ადა­მი­ან­მა, რომ­ლე­ბიც უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

ფოტო და ვი­დეო: ნა­თია წი­თე­ლა­უ­რი

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ დრო­ის­თვის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნი­ლია პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: "კედ­ლის თავ­ზე და­ვი­ნა­ხე ქალი, წი­ვილ-კი­ვი­ლი იყო" - რას ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გომ­ბორ­ზე ექ­სკურ­სი­ის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ავა­რი­ას შე­ეს­წრნენ

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თბილისის რომელი სკოლის მოსწავლეები მოყვნენ ავარიაში გომბორზე - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის რომელი სკოლის მოსწავლეები მოყვნენ ავარიაში გომბორზე - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ფოტო და ვიდეო: ნათია წითელაური

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "კედლის თავზე დავინახე ქალი, წივილ-კივილი იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები, რომლებიც გომბორზე ექსკურსიის მიკროავტობუსის ავარიას შეესწრნენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს