პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანილ პაციენტზე და რას ამბობენ ღუდუშაურის კლინიკაში
რა ვიცით ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანილ პაციენტზე და რას ამბობენ ღუდუშაურის კლინიკაში

სა­მო­ქა­ლა­ქო ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ქა­ცა­რა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ თბი­ლის­ში ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში "მკურ­ნა­ლობს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ხა­ჩი­რო­ვის პი­რა­დი მცვე­ლი, ას­ლან ჯი­ო­ე­ვი".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯი­ო­ე­ვი კლი­ნი­კა­ში 7 ივ­ნისს ცხინ­ვა­ლი­დან მას შემ­დეგ გად­მო­იყ­ვნეს, რაც ის მძი­მე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯი­ო­ე­ვი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მოყ­ვა ავა­რი­ა­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­შა­ვე­ბუ­ლი თბი­ლის­ში კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრის მან­ქა­ნამ გად­მო­იყ­ვა­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ას­ლან ჯი­ო­ე­ვი კო­მა­შია.

ქა­ცა­რა­ვას თქმით, ას­ლან ჯი­ო­ე­ვი ახალ­გო­რის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ახლო ნა­თე­სა­ვი და ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვის (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის წა­მე­ბის და მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია) დაც­ვის წევ­რია.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჯი­ო­ევს გა­აჩ­ნია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მისი „გა­მო­კი­თხვა“ რო­გორც მი­ნი­მუმ... და ერ­თიც - რა­ტომ არ სარ­გებ­ლობს სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გო­რიც აქვს ოს მო­სახ­ლე­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან” - წერს და­ვით ქა­ცა­რა­ვა და დას­ძენს რომ, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯი­ო­ე­ვი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის წა­მე­ბა­ში.

ას­ლან ჯი­ო­ე­ვის პერ­სო­ნის გარ­შე­მო არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვის პი­რად დაც­ვად ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ნიშ­ნეს, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის საქ­მე­ში ად­რეც ფი­გი­რუ­რებ­და და ზო­გა­დად, ამ საქ­მის­გან შორს არას­დროს მდგა­რა, რად­გან “ოფი­ცი­ა­ლუ­რად” თუ “არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად” ყო­ველ­თვის ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა, მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი არა­ფე­რი იძებ­ნე­ბა...

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე წერს, რომ რა­ი­ო­ნის უფ­რო­სის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი თბი­ლის­ში სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბა.

“იმა­ზე, თუ რა და­ე­მარ­თა მას, ალ­ბათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ... ბა­ტო­ნო ანა­ტო­ლი (ბი­ბი­ლო­ვი), თქვენ მოგ­მარ­თავთ, იყა­ვით უფრო მკაც­რი თქვენს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც თა­ვი­ანთ თა­ნამ­დე­ბობ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი... ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით რაც აქ ხდე­ბა ბოლო დღე­ებ­ში და რა­საც რე­ა­გი­რე­ბა ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა... უკვე და­ვი­ღა­ლეთ ამ ყვე­ლაფ­რის­გან და მოგ­ვბეზ­რდა...” - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის პო­ზი­ცი­ას, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტი 7 ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ი­სას ორ­გა­ნი­ზა­ცია „წი­თე­ლი ჯვრის“ მიერ იქნა გად­მოყ­ვა­ნი­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ას­ლან ჯი­ო­ე­ვი, გე­ლან­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბა არ აქვთ და მისი მო­ნა­ცე­მე­ბიც კლი­ნი­კას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ე­ცე­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს.

„რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა, მე ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ნა­ხავს. ჩვენ­თან რო­დე­საც გად­მო­ყავთ პა­ცი­ენ­ტი პირ­ველ რიგ­ში არის პა­ცი­ენ­ტი და იდენ­ტი­ფი­კა­ცია მხო­ლოდ შემ­დეგ ხდე­ბა. ახლა შა­ბათ-კვი­რა და­ემ­თხვა და მისი მო­ნა­ცე­მე­ბი კლი­ნი­კის­თვის უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, „წი­თე­ლი ჯვრის“ მიერ კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნილ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ქალა ტვი­ნის ღია ტრავ­მა, გულ-მკერ­დი­სა და ტვი­ნის და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, სის­ხლჩაქ­ცე­ვა, ქალა ფუ­ძი­სა და ქალა სარ­ქვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა.

„სას­წრა­ფო წე­სით ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბის მიერ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში იყო შეყ­ვა­ნი­ლი, რის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აგ­რძე­ლებს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა, რო­გორც სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე“, - გა­ნა­ცხა­და გე­ლან­ტი­ამ.

ავტორი:

რა ვიცით ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანილ პაციენტზე და რას ამბობენ ღუდუშაურის კლინიკაში

რა ვიცით ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანილ პაციენტზე და რას ამბობენ ღუდუშაურის კლინიკაში

სამოქალაქო ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" წერს, რომ თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში "მკურნალობს არჩილ ტატუნაშვილის წამების ორგანიზატორის, ხაჩიროვის პირადი მცველი, ასლან ჯიოევი".

არსებული ინფორმაციით, ჯიოევი კლინიკაში 7 ივნისს ცხინვალიდან მას შემდეგ გადმოიყვნეს, რაც ის მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა. სავარაუდოდ, ჯიოევი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი მანქანით მოყვა ავარიაში. როგორც ირკვევა, დაშავებული თბილისში კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა. არსებული ინფორმაციით, ასლან ჯიოევი კომაშია.

ქაცარავას თქმით, ასლან ჯიოევი ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის (გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია) დაცვის წევრია.

“დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ... და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიიდან” - წერს დავით ქაცარავა და დასძენს რომ, მისი ინფორმაციით, ჯიოევი უშუალო მონაწილეობას იღებდა ქართველი ტყვეების წამებაში.

ასლან ჯიოევის პერსონის გარშემო არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფილიპ ხაჩიროვის პირად დაცვად ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დანიშნეს, თუმცა, ქართველი ტყვეების საქმეში ადრეც ფიგირურებდა და ზოგადად, ამ საქმისგან შორს არასდროს მდგარა, რადგან “ოფიციალურად” თუ “არაოფიციალურად” ყოველთვის ე.წ. მაღალჩინოსნების დავალების შემსრულებელი იყო. თუმცა, მის შესახებ ინტერნეტში ბევრი არაფერი იძებნება...

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ რაიონის უფროსის დაცვის თანამშრომელი თბილისში სამკურნალოდ იმყოფება.

“იმაზე, თუ რა დაემართა მას, ალბათ ოფიციალური პირები ისაუბრებენ... ბატონო ანატოლი (ბიბილოვი), თქვენ მოგმართავთ, იყავით უფრო მკაცრი თქვენს დაქვემდებარებაში მყოფების მიმართ, რომელთაც თავიანთ თანამდებობზე პასუხისმგებლობა აქვთ აღებული... ჩვენ ვაკვირდებით რაც აქ ხდება ბოლო დღეებში და რასაც რეაგირება ნამდვილად სჭირდება... უკვე დავიღალეთ ამ ყველაფრისგან და მოგვბეზრდა...” - წერს სამოქალაქო აქტივისტი.

რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკის პოზიციას, გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პაციენტი 7 ივნისს, გამთენიისას ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მიერ იქნა გადმოყვანილი ცხინვალის რეგიონიდან.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ასლან ჯიოევი, გელანტიამ განაცხადა, რომ პაციენტის სახელისა და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ და მისი მონაცემებიც კლინიკას მოგვიანებით გადაეცემა. მისივე განცხადებით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებებით შეიყვანეს.

„რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს. ჩვენთან როდესაც გადმოყავთ პაციენტი პირველ რიგში არის პაციენტი და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება. ახლა შაბათ-კვირა დაემთხვა და მისი მონაცემები კლინიკისთვის უფრო დაწვრილებით იქნება გადმოცემული“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

მისივე თქმით, „წითელი ჯვრის“ მიერ კლინიკაში შეყვანილ პაციენტს აღენიშნება ქალა ტვინის ღია ტრავმა, გულ-მკერდისა და ტვინის დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევა, ქალა ფუძისა და ქალა სარქვლის მოტეხილობა.

„სასწრაფო წესით ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში იყო შეყვანილი, რის შემდეგაც პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე“, - განაცხადა გელანტიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ