გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხი გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სავარაუდოდ, ორი მშობელია, ორი კი ბავშვი. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.შემთხვევის ადგილზე მიემართება „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.
ავარია გომბორზე დღეს დილით მოხდა - თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა.
ინფორმაციის განახლება: დაღუპულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა. ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის, ოთხი დაღუპულიდან ერთი არის სკოლის მოსწავლე, დანარჩენი სამი, სავარაუდოდ მშობლები და ბავშვების თანმხლები პირები არიან.