დღეს დილით ავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე. თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენი სამი, სავარაუდოდ მშობლები და მოზარდების თანმხლები პირები არიან. დაშავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: ნათია წითელაური