საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს

სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის „ძალა ერ­თო­ბა­შია“ დამ­ფუძ­ნებ­ლის და­ვით ქა­ცა­რა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ხა­ჩი­რო­ვის პი­რა­დი მცვე­ლი ას­ლან ჯი­ო­ე­ვი, რო­მე­ლიც ავა­რი­ის შემ­დგომ გად­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. ამის შე­სა­ხებ ქა­ცა­რა­ვა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს.

"ას­ლან ჯი­ო­ე­ვი, ომო­ნე­ლი (ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვის, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის პი­რა­დი მცვე­ლი, ახალ­გო­რის დე ფაქ­ტო მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ნა­თე­სა­ვი) იმ­ყო­ფე­ბა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში. იგი კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს 7 ივ­ნისს ცხინ­ვა­ლი­დან. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯი­ო­ე­ვი კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრის მან­ქა­ნამ გად­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შემ­დეგ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯი­ო­ე­ვი თურ­მე რი­გი­თი ოსი მო­ქა­ლა­ქეა. ოს, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ხვდე­ბი­ან თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ცო­ცხა­ლი ჯარი არ იცავს. ასე­ვე არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ შე­საძ­ლოა ჯი­ო­ე­ვის საქ­მე გა­აქ­რონ - მოხ­ვალთ, იკი­თხავთ ჯი­ო­ევს და სის­ტე­მა­ში ჯი­ო­ე­ვი აღარ იქ­ნე­ბა. სან­დო წყა­რო­ე­ბი გვამ­ცნო­ბენ, რომ ჯი­ო­ე­ვი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის წა­მე­ბა­ში. კი­თხვე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია" - წერს ქა­ცა­რა­ვა.

კი­დევ ერთ პოს­ტში, რო­მე­ლიც "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა, ვკი­თხუ­ლობთ, რომ შე­საძ­ლოა, ჯი­ო­ევს გა­აჩ­ნდეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"მე გა­მაჩ­ნია უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ას­ლან ჯი­ო­ე­ვი შეყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში 7 ივ­ნისს და 9 ივ­ნი­სის დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჯერ კი­დევ იმ­ყო­ფე­ბო­და კლი­ნი­კა­ში. მე ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცებ აღ­მოჩ­ნდე­ბა რომ პა­ცი­ენ­ტი ჯი­ო­ე­ვი არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში! ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჯი­ო­ევს გა­აჩ­ნია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მისი „გა­მო­კი­თხვა“ რო­გორც მი­ნი­მუმ... და ერ­თიც - რა­ტომ არ სარ­გებ­ლობს სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გო­რიც აქვს ოს მო­სახ­ლე­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ი­დან?" - წერს და­ვით ქა­ცა­რა­ვა.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც და­ვით ქა­ცა­რა­ვა ავ­რცე­ლებს. AMBEBI.GE ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი თბილისში მკურნალობს

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, თბილისში კლინიკაში მკურნალობს არჩილ ტატუნაშვილის წამების ორგანიზატორის ხაჩიროვის პირადი მცველი ასლან ჯიოევი, რომელიც ავარიის შემდგომ გადმოიყვანეს თბილისში. ამის შესახებ ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

"ასლან ჯიოევი, ომონელი (ფილიპ ხაჩიროვის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი, ახალგორის დე ფაქტო მილიციის უფროსის ნათესავი) იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში. იგი კლინიკაში გადმოიყვანეს 7 ივნისს ცხინვალიდან. როგორც ირკვევა, ჯიოევი კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა თბილისში ავტოავარიის შემდეგ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიოევი თურმე რიგითი ოსი მოქალაქეა. ოს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ხვდებიან თბილისის საავადმყოფოებში, ცოცხალი ჯარი არ იცავს. ასევე არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ჯიოევის საქმე გააქრონ - მოხვალთ, იკითხავთ ჯიოევს და სისტემაში ჯიოევი აღარ იქნება. სანდო წყაროები გვამცნობენ, რომ ჯიოევი უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ქართველი ტყვეების წამებაში. კითხვები თქვენთვის მომინდვია" - წერს ქაცარავა.

კიდევ ერთ პოსტში, რომელიც "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელმა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, ჯიოევს გააჩნდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით:

"მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში. მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება რომ პაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში! ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ... და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიიდან?" - წერს დავით ქაცარავა.

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომელსაც დავით ქაცარავა ავრცელებს. AMBEBI.GE ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან და უახლოეს მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით.

"ნაციონალებმა" კონცერტი ჩამიშალეს... არ მჯერა რომ ეს მე გადამხდა" - რატომ ჩამოვიდა იტალიიდან გულდაწყვეტილი თემურ თათარაშვილი

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა