ბათუმში მდებარე კერძო სახლი 1 100 000 მლნ დოლარად იყიდება. როგორც saqme.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია ბათუმში, ახალ ბულვარსა და ზღვასთან ახლოს მდებარე 500 კვადრატული მეტრი ფართობის კერძო სახლზე. ეს არის 2 სართულიანი, 7 ოთახიანი, ახალგარემონტებული სახლი, 1 200 კვ. მეტრი ფართობის ეზოთი.
"სახლი მოიცავს ორ ჰოლს, ოთხ საძინებელ ოთახს თავიანთი სველი წერტილებით, ზამთრის ბაღს, კაბინეტს, ორ სამზარეულოს, ვერანდას, სათავსოებს და მოპირკეთებულ ეზოს პალმებითა და ყვავილებით. აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით, იატაკის გათბობით, კონდენციონერებით, ანტიკვარული ნახატებითა და ნივთებით. აქვს ენერგო და წყლის მომარაგების დამოუკიდებელი წყარო, რომლის მოწოდება უწყვეტ რეჟიმშია. იყიდება არსებული ავეჯითა და ტექნიკით“ - აღნიშნულია განცხადებაში დაათვალიერეთ ფოტოები