ზაზა ფაჩულია NBA-ს ორგზის ჩემპიონია! მისმა "გოლდენ სტეიტმა" ოთხი მატჩის განმავლობაში, ფინალში 4:0 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი".
ბოლო, მეოთხე შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვებულის ბედი ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, როცა 86:65 გაასწრეს მეტოქეს. საბოლოოდ 108:85 "მეომრების" სასარგებლოდ.
საყურადღებოა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონების სეზონის ბოლო ქულები, საჯარიმოს ხაზიდან ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო. მან 3 წუში 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტმა 20 ქულა ჩააგდო (12 მოხსნა, 10 პასი), სტეფ კარიმ 37. ხოლო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 23 ქულაა.
ასე და ამგვარად, "გოლდენ სტეიტმა" ფინალურ სერიაში 4:0 იმარჯვა და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო NBA.