პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა: მე ვარ ბიჭი პოზიტივიო" - 51-ე სკოლის დირექტორი დათო სარალიძეზე
"სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა: მე ვარ ბიჭი პოზიტივიო" - 51-ე სკოლის დირექტორი დათო სარალიძეზე

51-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, მა­ნა­ნა თურ­ქა­ძე ზაზა სა­რა­ლი­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­შიც გარ­დაც­ლი­ლი მოს­წავ­ლის მა­მამ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­უ­წო­და, თქვან იმის შე­სა­ხებ, იყო თუ არა მისი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე.

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, არ არ­სე­ბობს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ დათო სა­რა­ლი­ძეს­თან რა­ღა­ცა ტი­პის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან რომ და­თომ ის და­ჩაგ­რა.

“ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ უფ­რო­სე­ბის არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მი­წევს ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, თან ასეთ მძი­მე წუ­თებ­ში. ყვე­ლა­ფერს ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ ამას - არა. დათო იყო თა­ვა­ზი­ა­ნი, კე­თი­ლი, უსაყ­ვარ­ლე­სი, მხი­ა­რუ­ლი, გულ­ღია, ცეკ­ვავ­და, ერ­თო­ბო­და. სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში და­დი­ო­და და რე­პავ­და - მე ვარ ბიჭი პო­ზი­ტი­ვიო. მე არ ვიცი ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი. არ არ­სე­ბობს ამ­ხე­ლა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ და­თოს­თან რა­ღა­ცა ტი­პის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან რომ და­თომ ის და­ჩაგ­რა.

ის ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი ბიჭი იყო. არ მე­გუ­ლე­ბა სკო­ლა­ში არა­ვინ, რომ მსგავ­სი რამ ეთ­ქვა. დათო იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სკო­ლა­ში და ასე­თი ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ბავ­შვებ­თან. ჩვენ ცოტა ხნის წინ სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­და და დათო მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ბავ­შვე­ბის შემ­კრე­ბი იყო. თა­ვად დარ­ბო­და, რომ ბავ­შვებს თასე­ბი და დიპ­ლო­მე­ბი გა­დას­ცე­მო­დათ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად, 51-ე სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, მათ შო­რის იმის შე­სა­ხებ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი მო­ძა­ლა­დეა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი არას­წო­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია.

“არას­წო­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი. არას­დროს ასე არ ყო­ფი­ლა. ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ისე­თი, რომ აღ­მო­სა­ფხვრე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, არ მომ­ხდა­რა. რა­ი­მე თუ მომ­ხდა­რა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში აღ­მოვ­ფხვრით მას“, - გა­ნა­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე 51-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თავს და მისი შვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ მისი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო და ამი­ტომ მი­მარ­თავს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რათა თქვან, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. სა­რა­ლი­ძის თქმით, თუკი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ მისი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა.

"ვრცელ­დე­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე“ და სხვა წყა­რო­ე­ბით, რომ ჩემი შვი­ლი არის გა­მომ­ძალ­ვე­ლი, ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ტუ­ა­ლეტ­ში აყო­ფი­ნებ­და თავს და ა.შ. მივ­მარ­თავ 51-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ონ ჩემი შვი­ლის ვი­ნა­ო­ბა, თუ იყო მო­ძა­ლა­დე, თქვან, არ და­მა­ლონ არა­ფე­რი. თუ ჩემი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო და ამ სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბა, მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ 51-ე სკო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგე­ბა. თუ არ იყო მო­ძა­ლა­დე, ად­გნენ და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ონ ყვე­ლა­ფე­რი. ვერ ვხე­დავ ვერც ერთ ნა­ბიჯს, რომ ჩემი შვი­ლის სუ­ლის სიწ­მინ­დე და­იც­ვან", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

"სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა: მე ვარ ბიჭი პოზიტივიო" - 51-ე სკოლის დირექტორი დათო სარალიძეზე

"სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა: მე ვარ ბიჭი პოზიტივიო" - 51-ე სკოლის დირექტორი დათო სარალიძეზე

51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე ზაზა სარალიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც გარდაცლილი მოსწავლის მამამ სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდა, თქვან იმის შესახებ, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.

როგორც სკოლის დირექტორმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ არსებობს სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათო სარალიძესთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

“ვწუხვარ იმის გამო, რომ უფროსების არასწორი განცხადებების გამო მიწევს ასეთი განცხადებების გაკეთება, თან ასეთ მძიმე წუთებში. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას - არა. დათო იყო თავაზიანი, კეთილი, უსაყვარლესი, მხიარული, გულღია, ცეკვავდა, ერთობოდა. სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა - მე ვარ ბიჭი პოზიტივიო. მე არ ვიცი ეს განცხადებები რას ემსახურება. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული. არ არსებობს ამხელა სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათოსთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

ის ძალიან თავაზიანი ბიჭი იყო. არ მეგულება სკოლაში არავინ, რომ მსგავსი რამ ეთქვა. დათო იყო ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლაში და ასეთი ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ სკოლაში ჩავატარეთ სპორტული ოლიმპიადა და დათო მისი ორგანიზატორი, ბავშვების შემკრები იყო. თავად დარბოდა, რომ ბავშვებს თასები და დიპლომები გადასცემოდათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება“, - განაცხადა თურქაძემ.

რაც შეეხება ზოგადად, 51-ე სკოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის იმის შესახებ, რომ მოსწავლეების ნაწილი მოძალადეა, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები არასწორი და მიუღებელია.

“არასწორი და მიუღებელია ასეთი განცხადებები. არასდროს ასე არ ყოფილა. ძალადობის ფაქტი ისეთი, რომ აღმოსაფხვრელი ყოფილიყო, არ მომხდარა. რაიმე თუ მომხდარა, კანონის შესაბამისად, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში აღმოვფხვრით მას“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მისი შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მისი შვილი მოძალადე იყო და ამიტომ მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რათა თქვან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები. სარალიძის თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ მისი შვილი მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

"ვრცელდება „ფეისბუქზე“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ