პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"
ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე 51-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თავს და მისი შვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ მისი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო და ამი­ტომ მი­მარ­თავს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რათა თქვან, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. სა­რა­ლი­ძის თქმით, თუკი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ მისი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა.

"ვრცელ­დე­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე“ და სხვა წყა­რო­ე­ბით, რომ ჩემი შვი­ლი არის გა­მომ­ძალ­ვე­ლი, ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ტუ­ა­ლეტ­ში აყო­ფი­ნებ­და თავს და ა.შ. მივ­მარ­თავ 51-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ონ ჩემი შვი­ლის ვი­ნა­ო­ბა, თუ იყო მო­ძა­ლა­დე, თქვან, არ და­მა­ლონ არა­ფე­რი. თუ ჩემი შვი­ლი მო­ძა­ლა­დე იყო და ამ სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბა, მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ 51-ე სკო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგე­ბა. თუ არ იყო მო­ძა­ლა­დე, ად­გნენ და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ონ ყვე­ლა­ფე­რი. ვერ ვხე­დავ ვერც ერთ ნა­ბიჯს, რომ ჩემი შვი­ლის სუ­ლის სიწ­მინ­დე და­იც­ვან", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის მა­მის კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა 51-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. რო­გორც მა­ნა­ნა თურ­ქა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, არ არ­სე­ბობს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ დათო სა­რა­ლი­ძეს­თან რა­ღა­ცა ტი­პის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან რომ და­თომ ის და­ჩაგ­რა.

“ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ უფ­რო­სე­ბის არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მი­წევს ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, თან ასეთ მძი­მე წუ­თებ­ში. ყვე­ლა­ფერს ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ ამას - არა. დათო იყო თა­ვა­ზი­ა­ნი, კე­თი­ლი, უსაყ­ვარ­ლე­სი, მხი­ა­რუ­ლი, გულ­ღია, ცეკ­ვავ­და, ერ­თო­ბო­და. სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში და­დი­ო­და და რე­პავ­და - მე ვარ ბიჭი პო­ზი­ტი­ვიო. მე არ ვიცი ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი. არ არ­სე­ბობს ამ­ხე­ლა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ და­თოს­თან რა­ღა­ცა ტი­პის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან რომ და­თომ ის და­ჩაგ­რა.

ის ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი ბიჭი იყო. არ მე­გუ­ლე­ბა სკო­ლა­ში არა­ვინ, რომ მსგავ­სი რამ ეთ­ქვა. დათო იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სკო­ლა­ში და ასე­თი ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ბავ­შვებ­თან. ჩვენ ცოტა ხნის წინ სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­და და დათო მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ბავ­შვე­ბის შემ­კრე­ბი იყო. თა­ვად დარ­ბო­და, რომ ბავ­შვებს თასე­ბი და დიპ­ლო­მე­ბი გა­დას­ცე­მო­დათ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"

ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მისი შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მისი შვილი მოძალადე იყო და ამიტომ მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რათა თქვან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები. სარალიძის თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ მისი შვილი მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

"ვრცელდება „ფეისბუქზე“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გარდაცვლილი მოსწავლის მამის კომენტარს გამოეხმაურა 51-ე სკოლის დირექტორი. როგორც მანანა თურქაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ არსებობს სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათო სარალიძესთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

“ვწუხვარ იმის გამო, რომ უფროსების არასწორი განცხადებების გამო მიწევს ასეთი განცხადებების გაკეთება, თან ასეთ მძიმე წუთებში. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას - არა. დათო იყო თავაზიანი, კეთილი, უსაყვარლესი, მხიარული, გულღია, ცეკვავდა, ერთობოდა. სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა - მე ვარ ბიჭი პოზიტივიო. მე არ ვიცი ეს განცხადებები რას ემსახურება. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული. არ არსებობს ამხელა სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათოსთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

ის ძალიან თავაზიანი ბიჭი იყო. არ მეგულება სკოლაში არავინ, რომ მსგავსი რამ ეთქვა. დათო იყო ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლაში და ასეთი ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ სკოლაში ჩავატარეთ სპორტული ოლიმპიადა და დათო მისი ორგანიზატორი, ბავშვების შემკრები იყო. თავად დარბოდა, რომ ბავშვებს თასები და დიპლომები გადასცემოდათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება“, - განაცხადა თურქაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ