პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია ბავშვი, რომელსაც ლიფტში მოძალადე დაესხა თავს და სად არის თავდამსხმელი
რა მდგომარეობაშია ბავშვი, რომელსაც ლიფტში მოძალადე დაესხა თავს და სად არის თავდამსხმელი

13 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც 28 მარტს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე ლიფ­ტში თავს და­ეს­ხა და სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ქა­ლაქ­გა­რეთ დე­დას­თან ერ­თად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის.

რო­გორც მო­ზარ­დის დე­დამ, ნა­თია ნ-მ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტა, გარ­და იმი­სა, რომ მო­ზარდს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ძა­ლი­ან მძი­მე იყო, კო­მუ­ნი­კა­ცია უჭირ­და და სკო­ლა­ში ვერ მი­დი­ო­და. ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

„ძა­ლი­ან მო­უხ­და გა­რე­მოს შეც­ვლა, მაგ­რამ თვა­ლი მა­ინც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლია და დიდი ნა­წი­ბუ­რი აქვს. თვალ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცია არ დას­ჭირ­დეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი ნა­წი­ბუ­რი აქვს, რომ არამ­გო­ნია ამან მარ­ტი­ვად გა­ი­ა­როს. მხედ­ვე­ლო­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­დგე­ნი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, კი­თხვის დროს თავ­ბრუს­ხვე­ვა აქვს. მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცე­სი უჭირს და ასო­ე­ბის კი­თხვი­სას თავ­ბრუს­ხვე­ვას გრძნობს. ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბი­სას თუ გა­რე­სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რე­ა­გი­რებს“ - გან­მარ­ტა ნა­თია ნ-მ.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გო­რია მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა? - 13 წლის ბავ­შვი ჰოს­პი­ტალ­ში რჩე­ბა

ბავ­შვის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 მა­ისს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ შე­უ­რა­ცხა­დო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრა­ლე­უ­ლო­ბა მო­უხ­სნა და მისი გა­დაყ­ვა­ნა ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­და, სა­დაც ის 6 თვით დარ­ჩე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ. ნა­თია ნ-ს თქმით, სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. მო­ზარ­დის დედა გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს არ ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­კონ­კრე­ტე­ბა უჭირს, სა­მო­მავ­ლოდ რა ზო­მებს მი­მარ­თავს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ჩემი შვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით, ვართ ქა­ლა­ქი­დან გა­სუ­ლე­ბი. ჩემ­თვის უპი­რა­ტე­სი ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბაა და რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ, ეს საქ­მე ასე დავ­ტო­ვო“ - აღ­ნიშ­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დე­დამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც მხა­რეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არც მას და არც მის ად­ვო­კატს არ მის­ცე­მი­ათ:

„არც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს. თვი­თონ მი­თხრეს, რომ აურ­ზა­ურს მო­ე­რიდ­ნენ და მეც ვუ­თხა­რი, კარ­გი ვთქვათ, მე აურ­ზა­უ­რი ვარ, მაგ­რამ ჩემი ად­ვო­კა­ტი ხომ არ არის აურ­ზა­უ­რი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხეს, რომ ჩემი იქ ყოფ­ნა ფორ­მა­ლუ­რად არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ თქვენ მხა­რე არ ხარ­თო. მხა­რეს ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა და ჩვენ თურ­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტი ვი­ყა­ვით. ერ­თა­დერ­თი ვარ ჩემი შვი­ლის­თვის, მამა არ ყავს და ასეთ გამ­წა­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა თქმა უნდა, შუ­რის­ძი­ე­ბის ხა­სი­ათ­ზე ყვე­ლა დგე­ბა, მაგ­რამ კა­ნო­ნე­ბის და წე­სე­ბის მი­ხედ­ვით უნდა იმოქ­მე­დო, ამი­ტომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა გა­ირ­კვეს. ჯერ ვერ მოვ­კი­დე ხელი, რად­გან ბავ­შვს ვუვ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე და­ვი­ვი­წყე და ჩემი შვი­ლის გვერ­დით ვდგა­ვარ, რო­დე­საც შე­ვა­ტყობ, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ, პრო­ცე­სებ­ში მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თვე­ბი,“ - გან­მარ­ტა ნა­თია ნ-მ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 28 მარტს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში 13 წლის ბიჭი დახ­ვდათ, რო­მელ­საc სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვანს თავს და­ეს­ხა და სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხონი-ქუ­ტი­რის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იძუ­ლე­ბით სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს გა­დის. რო­გორც AMBEBi.GE-ს სა­სა­მარ­თლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­კი­თხი ბრალ­დე­ბის მხა­რემ, კერ­ძოდ პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა. "შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­ლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა და იძუ­ლე­ბით ფსი­ქი­ატ­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის” - გან­მარ­ტეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რა მდგომარეობაშია ბავშვი, რომელსაც ლიფტში მოძალადე დაესხა თავს და სად არის თავდამსხმელი

რა მდგომარეობაშია ბავშვი, რომელსაც ლიფტში მოძალადე დაესხა თავს და სად არის თავდამსხმელი

13 წლის მოზარდი, რომელსაც 28 მარტს აზერბაიჯანის მოქალაქე ლიფტში თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ქალაქგარეთ დედასთან ერთად რეაბილიტაციას გადის.

როგორც მოზარდის დედამ, ნათია ნ-მ AMBEBI.GE-ს განუმარტა, გარდა იმისა, რომ მოზარდს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ძალიან მძიმე იყო, კომუნიკაცია უჭირდა და სკოლაში ვერ მიდიოდა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

„ძალიან მოუხდა გარემოს შეცვლა, მაგრამ თვალი მაინც მძიმე მდგომარეობაშია. დაწვრილებულია და დიდი ნაწიბური აქვს. თვალზე მკურნალობაში ძალიან კარგი ექიმები ჩაერივნენ და შესაძლოა, ოპერაცია არ დასჭირდეს, მაგრამ იმდენად დიდი ნაწიბური აქვს, რომ არამგონია ამან მარტივად გაიაროს. მხედველობა სრულფასოვნად აღდგენილი ჯერჯერობით არ არის, კითხვის დროს თავბრუსხვევა აქვს. მეცადინეობის პროცესი უჭირს და ასოების კითხვისას თავბრუსხვევას გრძნობს. ფილმების ყურებისას თუ გარესამყაროსთან ურთიერთობისას ჩვეულებრივად რეაგირებს“ - განმარტა ნათია ნ-მ.

იხილეთ ვიდეო: როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა? - 13 წლის ბავშვი ჰოსპიტალში რჩება

ბავშვის დედის ინფორმაციით, 3 მაისს აზერბაიჯანის მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხადობის საფუძველზე ბრალეულობა მოუხსნა და მისი გადაყვანა ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ის 6 თვით დარჩება სამკურნალოდ. ნათია ნ-ს თქმით, სასამართლომ აღნიშნული განაჩენი სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოიტანა. მოზარდის დედა გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტება უჭირს, სამომავლოდ რა ზომებს მიმართავს.

"ჯერჯერობით დაკავებული ვარ ჩემი შვილის რეაბილიტაციით, ვართ ქალაქიდან გასულები. ჩემთვის უპირატესი ჩემი შვილის ჯანმრთელობაა და რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, ეს საქმე ასე დავტოვო“ - აღნიშნა დაზარალებულის დედამ.

მისი ინფორმაციით, როგორც მხარეს, სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არც მას და არც მის ადვოკატს არ მისცემიათ:

„არც კი შემატყობინეს. თვითონ მითხრეს, რომ აურზაურს მოერიდნენ და მეც ვუთხარი, კარგი ვთქვათ, მე აურზაური ვარ, მაგრამ ჩემი ადვოკატი ხომ არ არის აურზაური, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩემი იქ ყოფნა ფორმალურად არ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ თქვენ მხარე არ ხართო. მხარეს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა პროკურატურა და ჩვენ თურმე დანაშაულის შემადგენელი კომპონენტი ვიყავით. ერთადერთი ვარ ჩემი შვილისთვის, მამა არ ყავს და ასეთ გამწარებულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შურისძიების ხასიათზე ყველა დგება, მაგრამ კანონების და წესების მიხედვით უნდა იმოქმედო, ამიტომ ეს საქმე ბოლომდე უნდა გაირკვეს. ჯერ ვერ მოვკიდე ხელი, რადგან ბავშვს ვუვლი, ყველანაირი საქმე დავივიწყე და ჩემი შვილის გვერდით ვდგავარ, როდესაც შევატყობ, ჯანმრთელობის მხრივ სწორ გზაზე ვდგავართ, პროცესებში მაშინვე ჩავერთვები,“ - განმარტა ნათია ნ-მ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული რ.ა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაc სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი დაავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც არასრულწლოვანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხონი-ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით სარეაბილიტაციო კურსს გადის. როგორც AMBEBi.GE-ს სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აზერბაიჯანის მოქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაზე შუამდგომლობის საკითხი ბრალდების მხარემ, კერძოდ პროკურატურამ დააყენა. "შედეგად, ბრალდებულის მიმართ სისხლის სამარლებრივი დევნა შეწყდა და იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის” - განმარტეს საქალაქო სასამართლოში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს