მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წევ­რე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხის გა­და­სინ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 2018 წლის 7 ივ­ნისს, "რუს­თა­ვი 2’’ -ის შე­ნო­ბის წინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, 5 ბრალ­დე­ბულს ირაკ­ლი დ.-ს, ვლა­დი­მერ ს.-ს, მი­ხე­ილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა უფრო მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - გი­რა­ო­თი. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი კი­დევ ორი პი­რის ლუკა ნ.-ს და გი­ორ­გი ო.-ს, მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სახე პა­ტიმ­რო­ბა- დარ­ჩა უც­ვლე­ლი.

სა­სა­მარ­თლომ, ხუთი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხის გა­და­სინ­ჯვი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ ხუ­ლიგ­ნო­ბა, არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არმ­ქო­ნე­ნი და ბრა­ლად ედე­ბათ ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ გი­რა­ოს პი­რო­ბებ­შიც მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბი.

ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად, გი­ორ­გი ო.-ს ბრა­ლად ედე­ბა ძა­ლა­დო­ბა (ცემა), რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მოჰ­ყო­ლია სსსკ-ის 120-ე (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა) მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი. ასე­ვე ლუკა ნ.-ს, გა­მო­ძი­ე­ბა სხვი­სი ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. მათ მი­მართ წარ­დგე­ნი­ლია ბრალ­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის და ქო­ნე­ბის (ავ­ტო­მო­ბი­ლი) და­ზი­ა­ნე­ბის სა­ხით. ასე­ვე ისი­ნი ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა გი­ორ­გი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე მომ­დევ­ნო სხდო­მა 2018 წლის 19 ივ­ნისს, 12 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 7 ივნისს, "რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, 5 ბრალდებულს ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა- დარჩა უცვლელი.

სასამართლომ, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება.

მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს, 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს