პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მიზეზი, რის გამოც წულუკიანი უნდა გადადგეს - მოქალაქეები მინისტრის გადადგომას დღეს აქციაზე მოითხოვენ
10 მიზეზი, რის გამოც წულუკიანი უნდა გადადგეს - მოქალაქეები მინისტრის გადადგომას დღეს აქციაზე მოითხოვენ

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან დღეს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე მო­ი­თხო­ვენ, ახა­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ახალ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბის და კონ­სენ­სუ­სის შე­დე­გად შე­არ­ჩი­ოს.

#გა­დად­გეს­წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ ჰეშ­თე­გით "ფე­ის­ბუქ­ში" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას და წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას აპი­რე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს წას­ვლას. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტე­ბით ამ­ყა­რე­ბენ:

"და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გეს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და ახა­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნოს ახალ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბის და კონ­სე­სუ­სის შე­დე­გად!

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არის პერ­სო­ნა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც არ გან­ხორ­ცი­ელ­და

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა არ იზ­რუ­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებ­და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მთა­ვარ პრო­კუ­რორ შო­თა­ძეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მისი გა­დად­გო­მის შემ­დეგ

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ შერ­ჩე­ულ­მა ოთხი­დან ვერც ერ­თმა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ვერ იმუ­შა­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად

➡️ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი არ აღი­ა­რებს და პა­ტივს არ სცემს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას! ის არ აღას­რუ­ლებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, იყე­ნებს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ მე­ქა­ნიზ­მებს პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის, უკა­ნო­ნოდ ათა­ვი­სუფ­ლებს თა­ნამ­შრომ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ზარ­და საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იუს­ტი­ცი­ის სის­ტე­მა­ში და პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბით გა­ავ­სო სა­მი­ნის­ტრო

➡️ თეა წუ­ლუ­კი­ანს არ აქვს იუ­რის­ტის დიპ­ლო­მი

➡️ სტრას­ბურ­გმა ორ­ჯერ და­უ­წუ­ნა მო­სა­მარ­თლე­თა სია

➡️ წა­გე­ბუ­ლი აქვს თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე

➡️ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა;

იმი­სათ­ვის, რომ აღ­დგეს პრო­კუ­რა­ტუ­რი­სად­მი ნდო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად შე­ირ­ჩეს პირი, რო­მე­ლიც არ არის აფი­ლი­რე­ბუ­ლი მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და სარ­გებ­ლობს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბით.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ვერ შე­არ­ჩევს და­მო­უ­კი­დე­ბელ პრო­კუ­რორს, სწო­რედ ამი­ტომ, ვი­თხოვთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას და ახა­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შერ­ჩე­ვას სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სე­სუ­სის შე­დე­გად, მისი წი­ნა­მორ­ბე­დის შეც­დო­მე­ბი­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ვართ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი #მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, შე­მოგ­ვი­ერ­თდით თუ იზი­ა­რებთ ჩვენს მო­თხოვ­ნებს" - ნათ­ქვა­მია აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­მარ­თვა­ში.

10 მიზეზი, რის გამოც წულუკიანი უნდა გადადგეს - მოქალაქეები მინისტრის გადადგომას დღეს აქციაზე მოითხოვენ

10 მიზეზი, რის გამოც წულუკიანი უნდა გადადგეს - მოქალაქეები მინისტრის გადადგომას დღეს აქციაზე მოითხოვენ

იუსტიციის სახლთან დღეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსენსუსის შედეგად შეარჩიოს.

#გადადგესწულუკიანი ამ ჰეშთეგით "ფეისბუქში" უამრავი ადამიანი გაერთიანდა, რომლებიც აქციაზე მისვლას და წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას აპირებენ. სოციალურ ქსელში დაგეგმილ აქციაზე უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი აპირებს წასვლას. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც მინისტრის გადადგომის მოთხოვნას შემდეგი არგუმენტებით ამყარებენ:

"დაუყოვნებლივ გადადგეს თეა წულუკიანი და ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსესუსის შედეგად!

➡️ იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა

➡️ იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს

➡️ იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ

➡️ იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად

➡️ თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან

➡️ იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო

➡️ თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი

➡️ სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია

➡️ წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე

➡️ იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით.

აქციის ორგანიზატორები ვართ მოქალაქეები #მეთავისუფლებისთვის, შემოგვიერთდით თუ იზიარებთ ჩვენს მოთხოვნებს" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები