Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე
"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე

რე­ჟი­სორ­მა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა-უმ­ცროს­მა არა­ერ­თი ფილ­მი გა­და­ი­ღო. მაგ­რამ არა­ვინ მო­ე­ლო­და, რომ არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ფეხ­ბურ­თის მეფე პე­ლეს გა­და­ღე­ბას მო­ინ­დო­მებ­და. მა­შინ ამ იდე­ას უმ­რავ­ლე­სო­ბა სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად - 1991 წელს გა­მო­ვი­და ფილ­მი "მე, პე­ლეს ნათ­ლია!" მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის პე­რი­პე­ტი­ებს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" იხ­სე­ნებს:

- ფილ­მის გმი­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა­ინ­კა­სა­ტო­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე და­დის სამ­სა­ხურ­ში, ჯა­მა­გი­რი არ ჰყოფ­ნის, მა­ცი­ვა­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აქვს, ტე­ლე­ვი­ზო­რი ხან უჩ­ვე­ნებს, ხან - არა... და აი, ამ ნაც­რის­ფე­რი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ფე­რა­დებ­ლად ვარ­დის­ფერ ის­ტო­რი­ებს იგო­ნებს, რომ თით­ქოს პე­ლეს ნათ­ლი­აა. ეს რო­გო­რო, რომ ეკი­თხე­ბი­ან, ისიც გან­მარ­ტავს, - სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლი ბრა­ზი­ლი­ა­ში რომ იყო გას­ტროლ­ზე, რი­ო­ში პე­ლეს მამა, დონ დი­ო­ნიო გა­ვი­ცა­ნი. ერთხელ ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­კე­თე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე და მას შემ­დეგ ისე და­ვახ­ლოვ­დით, რომ შვი­ლიც მო­ვუ­ნათ­ლეო. ჩემი ნათ­ლუ­ლი რომ გა­ი­ზარ­და, მისი წყა­ლო­ბით ყვე­ლა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს და­ვეს­წა­რიო.

ფილმში პე­ლეს ელექტრო­მონ­ტი­ორ ნათ­ლი­ას კახი კავ­სა­ძე ასა­ხი­ე­რებს. კა­ხის იდეა რომ მო­ვუ­ყე­ვი და გა­და­ღე­ბა შევ­თა­ვა­ზე, სი­ხა­რუ­ლით ცას ეწია. მერე, ერ­თად და­ვი­წყეთ ფან­ტა­ზი­ო­რო­ბა.

- ფილმში სხვა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც გვხვდე­ბი­ან.

- ია­ში­ნის იუ­ბი­ლე­ზე მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დით, ბე­კენ­ბა­უ­ე­რი და ბობი ჩარლ­ტო­ნი უნდა გვე­ნა­ხა, პე­ლეც უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ ჩა­მო­ვი­და. ფილმში ჩარლ­ტონს ეკი­თხე­ბა კახი, ჩვე­ნე­ბუ­რი მა­ლა­მო რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნე მუხ­ლზე წა­სას­მე­ლად, ხომ მო­გიხ­დაო? თან მუხ­ლზე იდებს ხელს. ისიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ სა­უ­ბარს ვერ ხვდე­ბა, მად­ლო­ბას უხ­დის. ყვე­ლა­ფე­რი ექ­სპრომ­ტად ხდე­ბო­და. ფეხ­და­ფეხ დავ­დევ­დით პე­ლეს და ფილ­მიც იქ­მნე­ბო­და.

1989 წელს რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში კარ­ნა­ვა­ლის დროს ჩავფრინ­დით. შე­სას­ვლე­ლი ბი­ლე­თი არ გვქონ­და. კა­ხიმ და­ი­ჩივ­ლა, ენა მა­ინც ვი­ცო­დეთ, რომ ვინ­მეს რამე გა­ვა­გე­ბი­ნო­თო. ამის თქმა იყო და, გვერ­დით უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მოთ­ქმა და­ი­წყო, ვახ, ცა­ვა­ტა­ნემ, ქარ­თვე­ლე­ბი ხარ­თო? ავ­ლაბ­რელ-სანფრან­ცის­კო­ე­ლი სო­მე­ხი აღ­მოჩ­ნდა. მთე­ლი დღე არ მოგ­ვშო­რე­ბია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე

"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე

რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა-უმცროსმა არაერთი ფილმი გადაიღო. მაგრამ არავინ მოელოდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მეფე პელეს გადაღებას მოინდომებდა. მაშინ ამ იდეას უმრავლესობა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ სულ ტყუილად - 1991 წელს გამოვიდა ფილმი "მე, პელეს ნათლია!" მიხეილ ჭიაურელი ფილმის გადაღების პერიპეტიებს "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

- ფილმის გმირი ჩვეულებრივი საბჭოთაინკასატორია, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ჯამაგირი არ ჰყოფნის, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან - არა... და აი, ამ ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს, რომ თითქოს პელეს ნათლიაა. ეს როგორო, რომ ეკითხებიან, ისიც განმარტავს, - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ბრაზილიაში რომ იყო გასტროლზე, რიოში პელეს მამა, დონ დიონიო გავიცანი. ერთხელ ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დავეხმარე და მას შემდეგ ისე დავახლოვდით, რომ შვილიც მოვუნათლეო. ჩემი ნათლული რომ გაიზარდა, მისი წყალობით ყველა მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარიო.

ფილმში პელეს ელექტრომონტიორ ნათლიას კახი კავსაძე ასახიერებს. კახის იდეა რომ მოვუყევი და გადაღება შევთავაზე, სიხარულით ცას ეწია. მერე, ერთად დავიწყეთ ფანტაზიორობა.

- ფილმში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც გვხვდებიან.

- იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავედით, ბეკენბაუერი და ბობი ჩარლტონი უნდა გვენახა, პელეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ფილმში ჩარლტონს ეკითხება კახი, ჩვენებური მალამო რომ გამოგიგზავნე მუხლზე წასასმელად, ხომ მოგიხდაო? თან მუხლზე იდებს ხელს. ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საუბარს ვერ ხვდება, მადლობას უხდის. ყველაფერი ექსპრომტად ხდებოდა. ფეხდაფეხ დავდევდით პელეს და ფილმიც იქმნებოდა.

1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს ჩავფრინდით. შესასვლელი ბილეთი არ გვქონდა. კახიმ დაიჩივლა, ენა მაინც ვიცოდეთ, რომ ვინმეს რამე გავაგებინოთო. ამის თქმა იყო და, გვერდით უცნობმა მამაკაცმა მოთქმა დაიწყო, ვახ, ცავატანემ, ქართველები ხართო? ავლაბრელ-სანფრანცისკოელი სომეხი აღმოჩნდა. მთელი დღე არ მოგვშორებია...განაგრძეთ კითხვა

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"