საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა
"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი­სა და ბო­რის ბე­დი­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვით დას­რულ­და. ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მომ­ღერ­ლის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ეჩივ­ლა. ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი გო­გო­ნას მამა ბო­რის ბე­დია იყო. მან სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ი­თხო­ვა, მომ­ღე­რალს სა­კუ­თა­რი შვი­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა და გვა­რი მი­ე­ცა. თა­ვად მომ­ღე­რა­ლი კი მა­მო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და. აცხა­დებ­და, რომ გო­გო­ნა მისი შვი­ლი არ იყო. მარ­თა­ლია, ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ წლე­ბის წინ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი მათ­სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

კერ­ძოდ, 2014 წელს პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ ბო­რი­სი ქორ­წინ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნელ ლა­რი­სა სტრო­კი­ნა­ზე. მა­შინ მომ­ღე­რა­ლი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და: "ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია ცო­ლის მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს დრო მიჩ­ვე­ნებს. გო­გო­ნას­თან, რო­მელ­თა­ნაც მე ვარ, ძა­ლი­ან მომ­წონს და თავს კარ­გად ვგრძნობ... ჩემი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შარ­მი­თა და უნი­კა­ლუ­რი ხმით და­ვი­პყა­რი მისი ულა­მა­ზე­სი გული".

ასე­ვე წერ­დნენ, რომ 27 წლის ლა­რი­სა ბო­რის­მა თბი­ლის­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­იც­ნო. გო­გო­ნა თა­ვის ძმას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და მერე აე­წყო მათი ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ჩანს, მათი გზე­ბი მერე გა­ი­ყო და ბო­ლოს სა­კუ­თა­რი შვი­ლის მა­მო­ბა­ზეც უარი თქვა. სწო­რედ ამი­ტომ, და­ვამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა ლა­რი­სას ად­ვო­კატ­თან, ნინო ლა­ლი­აშ­ვილ­თან ვცა­დეთ. ჟურ­ნალ­მა "გზამ" მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, თქვენ იცავთ უკ­რა­ი­ნელ ქალს, რო­მე­ლიც ბო­რის ბე­დი­ას შვი­ლის აღი­ა­რე­ბას სთხოვს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი ქალ­მა მომ­ღე­რალს მო­უ­გო და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბე­დი­ას შვი­ლის­თვის ალი­მენ­ტის გა­დახ­დაც და­ე­კის­რა. იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ ამ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე?

- დიახ, ეს სი­მარ­თლეა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი გახ­ლავთ, ქა­ლაქ დო­ნეც­კი­დან. ის ფაქ­ტობ­რი­ვად, ბო­რის ბე­დი­ას მე­უღ­ლე იყო, ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რობ­დნენ, ოჯახ­ში რძლად იყო მი­ღე­ბუ­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში ბო­რი­სის სახ­ლში იყ­ვნენ, ხან უკ­რა­ი­ნა­ში მი­დი­ო­და ბო­რი­სი და გო­გოს სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მთელ­მა სა­ნა­თე­სა­ვომ იცო­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ვი­დან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ - ზრუ­ნავ­და ქალ­ზე. როცა გა­ი­გო, ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა, არც მა­შინ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ეს ფაქ­ტი. პი­რი­ქით, ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რო­გორ იკ­ვე­ბე­ბო­და მო­მა­ვა­ლი დედა. თურ­მე უნ­დო­და, უკ­რა­ი­ნა­ში აე­წყო კა­რი­ე­რა და ამის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. მაგ­რამ მერე უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ, დო­ნეცკ­ში გარ­თულ­და ვი­თა­რე­ბა, გა­ჩაღ­და ომი და რა­ტომ­ღაც ეს გო­გო­ნა სწო­რედ ამ ომს უკავ­ში­რებს მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვას...

- ომი რა შუ­ა­შია?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­დან ის ბო­რის­მა და ბო­რი­სის დე­დამ გა­ა­ცი­ლეს აე­რო­პორ­ტი­დან. მერე ატყობ­და, რომ ბო­რის­მა გული აიც­რუა, ზა­რებს კი პა­სუ­ხობ­და, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც სხვა დროს და აღარც მზრუნ­ვე­ლობ­და. ჩა­მო­ა­კი­თხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძმას­თან ერ­თად, მაგ­რამ ბო­რი­სი და­ე­მა­ლა და არ შეხ­ვდა. ამ­ბობს, - ვხე­დავ­დი, ოთახ­ში რო­გორ ჩა­ი­კე­ტა და არ გა­მო­ვი­დაო. მე­ო­რე­დაც ჩა­მო­ვი­და და სცა­და შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ არც ამ­ჯე­რად შეხ­ვდა. ქალი შვილს ელო­და და ბუ­ნებ­რი­ვია, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა სურ­და. მერე გაჩ­ნდა პა­ტა­რა გო­გო­ნა, ის უკვე სამი წლი­საა და დე­დას სურს, შვი­ლი მა­მის გვარ­ზე იყოს. ბო­რი­სი ეუბ­ნე­ბო­და, რომ ბავ­შვი არ იყო მისი შვი­ლი. მა­მამ შვილ­ზე უარი თქვა და ამი­ტომ ვი­ჩივ­ლეთ სა­სა­მარ­თლო­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა

"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა

როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ირწმუნებოდა, რომ მისი გოგონას მამა ბორის ბედია იყო. მან სასამართლოს გზით მოითხოვა, მომღერალს საკუთარი შვილი ეღიარებინა და გვარი მიეცა. თავად მომღერალი კი მამობაზე უარს ამბობდა. აცხადებდა, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. მართალია, ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, მაგრამ წლების წინ მედიაში იწერებოდა სტატიები მათსასიყვარულო ურთიერთობაზე.

კერძოდ, 2014 წელს პრესაში წერდნენ, რომ ბორისი ქორწინდებოდა უკრაინელ ლარისა სტროკინაზე. მაშინ მომღერალი მედიასთან ამბობდა: "ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან, რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ... ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული".

ასევე წერდნენ, რომ 27 წლის ლარისა ბორისმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. გოგონა თავის ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მერე აეწყო მათი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მათი გზები მერე გაიყო და ბოლოს საკუთარი შვილის მამობაზეც უარი თქვა. სწორედ ამიტომ, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების გადამოწმება ლარისას ადვოკატთან, ნინო ლალიაშვილთან ვცადეთ. ჟურნალმა "გზამ" მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- ქალბატონო ნინო, როგორც შევიტყვეთ, თქვენ იცავთ უკრაინელ ქალს, რომელიც ბორის ბედიას შვილის აღიარებას სთხოვს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო დავები ქალმა მომღერალს მოუგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბედიას შვილისთვის ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. იქნებ გვიამბოთ ამ დავის დეტალებზე?

- დიახ, ეს სიმართლეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქალბატონმა, რომელიც უკრაინელი გახლავთ, ქალაქ დონეცკიდან. ის ფაქტობრივად, ბორის ბედიას მეუღლე იყო, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ოჯახში რძლად იყო მიღებული. პერიოდულად თბილისში ბორისის სახლში იყვნენ, ხან უკრაინაში მიდიოდა ბორისი და გოგოს სახლში ცხოვრობდა. მთელმა სანათესავომ იცოდა მათი ურთიერთობა. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ - ზრუნავდა ქალზე. როცა გაიგო, ფეხმძიმედ დარჩა, არც მაშინ გაუპროტესტებია ეს ფაქტი. პირიქით, ინტერესდებოდა, როგორ იკვებებოდა მომავალი დედა. თურმე უნდოდა, უკრაინაში აეწყო კარიერა და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ მერე უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში გართულდა ვითარება, გაჩაღდა ომი და რატომღაც ეს გოგონა სწორედ ამ ომს უკავშირებს მათი ურთიერთობის დანგრევას...

- ომი რა შუაშია?

- მოგეხსენებათ, იქ რთული ვითარებაა. საქართველოდან ის ბორისმა და ბორისის დედამ გააცილეს აეროპორტიდან. მერე ატყობდა, რომ ბორისმა გული აიცრუა, ზარებს კი პასუხობდა, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა დროს და აღარც მზრუნველობდა. ჩამოაკითხა საქართველოში ძმასთან ერთად, მაგრამ ბორისი დაემალა და არ შეხვდა. ამბობს, - ვხედავდი, ოთახში როგორ ჩაიკეტა და არ გამოვიდაო. მეორედაც ჩამოვიდა და სცადა შეხვედრა, მაგრამ არც ამჯერად შეხვდა. ქალი შვილს ელოდა და ბუნებრივია, ურთიერთობის გარკვევა სურდა. მერე გაჩნდა პატარა გოგონა, ის უკვე სამი წლისაა და დედას სურს, შვილი მამის გვარზე იყოს. ბორისი ეუბნებოდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი. მამამ შვილზე უარი თქვა და ამიტომ ვიჩივლეთ სასამართლოში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ