პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ზაფხული გველის - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
როგორი ზაფხული გველის - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

2018 წლის ზა­ფხუ­ლის თვე­ე­ბი აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბულ რე­კორ­დულ რი­ცხვებს არ ას­ცდე­ბა - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გვაწ­ვდის. მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ( WMO) ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018 წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­როს და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ამინ­დის ფორ­მი­რე­ბას, წყნარ, ატ­ლან­ტი­კი­სა და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­ში, ზა­ფხულ­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე (სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა) მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქი - ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 60%-იანი ალ­ბა­თო­ბით ნორ­მა­ზე 1- 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქი 45%-იანი ალ­ბა­თო­ბით, ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +20, +23, მთა­ში +17, +20, მა­ღალ მთა­ში +14, +16 გრა­დუსს შე­ად­გენს.

AMBEBI.GE გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძეს ესა­უბ­რა:

- გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის, მაგ­რამ არა­ა­ნო­მა­ლუ­რი. თუმ­ცა, ეს იმას არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­დღაც რა­ღაც რე­კორ­დი მო­იხ­სნას. თუნ­დაც 2-3 წლის წინ, კა­ხეთ­ში, +43 გრა­დუ­სი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ახა­ლი რე­კორ­დი და­ფიქ­სირ­და - ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. სა­ერ­თოდ კი, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძე­ლე­ბულ­მა მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე რომ, ზა­ფხულ­ში აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბულ არც შარ­შან­დელ და არც სხვა წლე­ბის ზა­ფხუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას არ გა­და­ა­ჭარ­ბებს.

- +50 გრა­დუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ყო­ფი­ლა?

- სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით +50 გრა­დუ­სი არას­დროს ყო­ფი­ლა. შე­საძ­ლოა, ცალ­კე­უ­ლი პუნ­ქტის, ქა­ლა­ქის­თვის ყო­ფი­ლი­ყო +42-43 გრა­დუ­სი. თბი­ლის­ში +42 გრა­დუს­ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რა არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, 2006 წელს ფოთ­ში +45 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ იმას არ ნიშ­ნავს, რომ +45 გრა­დუ­სი იყო თბი­ლის­შიც. უბ­რა­ლოდ, იმ რე­გი­ო­ნის­თვის მო­იხ­სნა რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ღმერ­თმა არ ქნას +45 გრა­დუ­სი. ეს ბევრ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის, მაგ­რამ თუ შემ­თხვე­ვით მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი, ვი­ტყვით, რომ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის რე­კორ­დი მო­იხ­სნა.

- და კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დენს ვე­ლო­დე­ბით?

- კონ­კრე­ტუ­ლად რა­ი­მე რი­ცხვის და­სა­ხე­ლე­ბა რთუ­ლია, ეს უფრო მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­ნოზ­ში ხერ­ხდე­ბა. გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის პი­რო­ბებ­ში ამის თქმა ძნე­ლია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ცხე­ლი დღე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა +38-39 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს, ცალ­კე­ულ პუნ­ქტებ­ში +40-41 გრა­დუ­სამ­დეც.

- ცხელ დღე­ებს მი­წისძვრა ხომ არ მოჰ­ყვე­ბა?

- მე­ტე­ო­რო­ლო­გია და სე­ის­მო­ლო­გია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბია. სე­ისმლო­გი­ა­ში კონ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ, მაგ­რამ ვიცი, რომ მი­წისძვრის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მით უმე­ტეს, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი, ან ცივი ზამ­თა­რი რა­ღაც მი­წის­ქვე­შა რყე­ვებ­თან და ბიძ­გებ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­შია. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იწ­ვევს, ეს გვალ­ვაა. ამი­ტომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, მე­ურ­ნე­ებ­მა ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ მო­სა­ვალ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დოს, ასე­ვე უნდა გაფრ­თხილ­დნენ წნე­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. ევ­რო­პა­ში ამინ­დის პროგ­ნოზს ჯან­დაც­ვა­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ენერ­გე­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად იყე­ნე­ბენ. ამინ­დი ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვრავს.

- ე.ი. ამ ზა­ფხულს ნაკ­ლებ ნა­ლექს ვე­ლო­დე­ბით.

- კი, ნაკ­ლე­ბი ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ახ­ლოს იქ­ნე­ბა სა­ნა­პი­რო ზოლ­ში. და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

- შარ­შან­დე­ლი ტყის ხან­ძრე­ბის მი­ზე­ზად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ხელ­დე­ბო­და. ისეთ ძლი­ერ ხან­ძარს მარ­თლაც სი­ცხე იწ­ვევს?

- მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ მას უფრო და­უ­დევ­რო­ბა აჩენს, რო­დე­საც ტყე­ში გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ცონს ან­თე­ბენ და ისე ტო­ვე­ბენ, არ აქ­რო­ბენ. ამან შე­საძ­ლოა დიდი ხან­ძა­რიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ხან­ძა­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მის შემ­დე­გაც, რო­დე­საც წყლის წვეთ­ში მზის სხი­ვი გა­ივ­ლის. იმ დროს გა­მა­დი­დებ­ლის ეფექ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა და ცე­ცხლი გამ­ხმარ ფოთ­ლებს წა­ე­კი­დე­ბა. შე­საძ­ლოა, მზის სხივ­მა იქვე დაგ­დე­ბუ­ლი გა­ტე­ხი­ლი ბოთ­ლის ნამ­სხვრევ­ში გა­ი­ა­როს და ხან­ძა­რი გაჩ­ნდეს, ან შე­იძ­ლე­ბა მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად აალ­დეს.

- ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის დღე­ებ­ში რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- ცხე­ლი ამინ­დე­ბი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და დრო­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ, წნე­ვას უჩი­ვის. ისი­ნი უნდა მო­ე­რი­დონ შე­სა­ბა­მის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს, რომ სი­ცხეს თავი და­აღ­წი­ონ. რო­გორც უკვე ვთქვით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა, თუნ­დაც წვრილ­მა ფერ­მე­რებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და გარ­კვე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თონ, რომ მო­სა­ვა­ლი არ გა­უ­ფუჭ­დეთ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორი ზაფხული გველის - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორი ზაფხული გველის - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

2018 წლის ზაფხულის თვეები აქამდე დაფიქსირებულ რეკორდულ რიცხვებს არ ასცდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ( WMO) ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს.

აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექი - ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი. ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი 45%-იანი ალბათობით, ნორმაზე ნაკლები იქნება. ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23, მთაში +17, +20, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.

AMBEBI.GE გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს ხათუნა ქოქოსაძეს ესაუბრა:

- გამოცხადებული ამინდის პროგნოზის მიხედვით, ცხელი ზაფხული გველის, მაგრამ არაანომალური. თუმცა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სადღაც რაღაც რეკორდი მოიხსნას. თუნდაც 2-3 წლის წინ, კახეთში, +43 გრადუსი, მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. საერთოდ კი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ცხელი ზაფხული შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვიოს. ასე რომ, ზაფხულში აქამდე დაფიქსირებულ არც შარშანდელ და არც სხვა წლების ზაფხულის ტემპერატურას არ გადააჭარბებს.

- +50 გრადუსი საქართველოში არასდროს ყოფილა?

- საქართველოს მასშტაბით +50 გრადუსი არასდროს ყოფილა. შესაძლოა, ცალკეული პუნქტის, ქალაქისთვის ყოფილიყო +42-43 გრადუსი. თბილისში +42 გრადუსზე მეტი ტემპერატურა არასდროს ყოფილა. მაგალითად, 2006 წელს ფოთში +45 გრადუსი დაფიქსირდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ +45 გრადუსი იყო თბილისშიც. უბრალოდ, იმ რეგიონისთვის მოიხსნა რეკორდული მაჩვენებელი. ღმერთმა არ ქნას +45 გრადუსი. ეს ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ თუ შემთხვევით მოხდა ასეთი ფაქტი, ვიტყვით, რომ დედაქალაქისთვის რეკორდი მოიხსნა.

- და კონკრეტულად რამდენს ველოდებით?

- კონკრეტულად რაიმე რიცხვის დასახელება რთულია, ეს უფრო მოკლევადიან პროგნოზში ხერხდება. გრძელვადიანი პროგნოზის პირობებში ამის თქმა ძნელია. თუმცა შეიძლება ცხელი დღეები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ტემპერატურა +38-39 გრადუსამდე მიაღწევს, ცალკეულ პუნქტებში +40-41 გრადუსამდეც.

- ცხელ დღეებს მიწისძვრა ხომ არ მოჰყვება?

- მეტეოროლოგია და სეისმოლოგია განსხვავებული სფეროებია. სეისმლოგიაში კონპეტენტური არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია. მით უმეტეს, ცხელი ზაფხული, ან ცივი ზამთარი რაღაც მიწისქვეშა რყევებთან და ბიძგებთან არანაირ კავშირშია. ერთადერთი, რასაც ცხელი ზაფხული იწვევს, ეს გვალვაა. ამიტომ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა, მეურნეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსავალზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ასევე უნდა გაფრთხილდნენ წნევიანი ადამიანები. ევროპაში ამინდის პროგნოზს ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში სერიოზულად იყენებენ. ამინდი ბევრ რამეს განსაზღვრავს.

- ე.ი. ამ ზაფხულს ნაკლებ ნალექს ველოდებით.

- კი, ნაკლები ნალექია მოსალოდნელი, ნორმასთან შედარებით ახლოს იქნება სანაპირო ზოლში. დანარჩენ ტერიტორიაზე, ნორმაზე ნაკლები იქნება.

- შარშანდელი ტყის ხანძრების მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდებოდა. ისეთ ძლიერ ხანძარს მართლაც სიცხე იწვევს?

- მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს, მაგრამ მას უფრო დაუდევრობა აჩენს, როდესაც ტყეში გასული ადამიანები კოცონს ანთებენ და ისე ტოვებენ, არ აქრობენ. ამან შესაძლოა დიდი ხანძარიც გამოიწვიოს. ხანძარი მოსალოდნელია წვიმის შემდეგაც, როდესაც წყლის წვეთში მზის სხივი გაივლის. იმ დროს გამადიდებლის ეფექტი წარმოიქმნება და ცეცხლი გამხმარ ფოთლებს წაეკიდება. შესაძლოა, მზის სხივმა იქვე დაგდებული გატეხილი ბოთლის ნამსხვრევში გაიაროს და ხანძარი გაჩნდეს, ან შეიძლება მეხის დაცემის შედეგად აალდეს.

- ცხელი ზაფხულის დღეებში როგორია თქვენი რეკომენდაციები?

- ცხელი ამინდები ჯანდაცვის სფეროში უნდა გაითვალისწინონ და დროულად გააფრთხილონ ადამიანები, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, წნევას უჩივის. ისინი უნდა მოერიდონ შესაბამის ადგილებში სიარულს, რომ სიცხეს თავი დააღწიონ. როგორც უკვე ვთქვით, სოფლის მეურნეობის მესვეურებმა, თუნდაც წვრილმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართონ, რომ მოსავალი არ გაუფუჭდეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ