ავტორი:

სათვალით თუ უსათვალოდ? - ცნობილები და მათი სათვალეები

სათვალით თუ უსათვალოდ? - ცნობილები და მათი სათვალეები

ოპტიკური სათვალე ან. ე.წ. ნომრიანი სათვალე, რომელიც ბევრს ჯერ კიდევ არასასურველ აქსესუარად მიაჩნია, სინამდვილეში უამრავი ცნობილი ადამიანის ცხოვრებისა და ვიზუალის განუყრელი ნაწილია. ხშირ შემთხვევაში ცნობილები საკუთარ ინდივიდუალიზმზე ხაზის გასმას სწორედ ოპტიკური სათვალით ცდილობენ.

მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ოპრა უინფრი, დემი მური, ხოლო ქართულ რეალობაში გამორჩეულად ეკა ამირეჯიბი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცნობილი ქალბატონებისა, რომლებიც ოპტიკურ სათვალეს ხშირად ატარებენ და ამით საკუთარ განსაკუთრებულ სტილს და მოდურობას ოსტატურად გამოკვეთენ. მამაკაცებიდან კი ნომრიან სათვალეს ატარებენ ედი მერფი, ჯონი დეპი, ჯიმი ფოქსი, რიჩარდ გირი, გარი ოლდმანი და სხვა მრავალი...

დიახ, ოპტიკური ჩარჩო თანამედროეობაში ნამდვილი მოდური აქსესუარია, რომელიც საუკეთესოდ ქმნის დახვეწილ, ინტელექტუალურ იმიჯს და ვიზუალს უფრო საინტერესოს, დამაჯერებელს და სოლიდურს ხდის.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ნომრიანი სათვალე განსაკუთრებულად მოდური და მოთხოვნადი გახდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გააქტიურდნენ მოდის სახლებიც. თქვენ სხვა ბრენდულ აქსესუარებთან ერთად, შეგიძლიათ თავი მოიწონოთ ისეთი მსოფლიო ბრენდების ოპტიკური ჩარჩოებით, როგორებიცაა: Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Prada, MiuMiu, Chopard, Bvlgari, Balenciaga, Versace, Ray-Banდა სხვა, რომლებსაც უხვად გვთავაზობს ამ და კიდევ 60-მდე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - „რონიკოს“ ოპტიკური სალონების ქსელი!

„რონიკოში“ ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კომპანიის ჰაუზ ბრენდს George Piralli-ს. ამ ბრენდის ოპტიკური და მზის სათვალეები განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა და ეს არცაა გასაკვირი! George Piralli ხომ ხარისხის, ფასის და მოდურობის საუკეთესო კომბინაციაა! სწორედ ბრენდ George Piralli -ს ოპტიკურ სათავლეს ატარებს საოცრად მოხდენილად ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ეკა ამირეჯიბი! George Piralli ნამდვილი სახალხო ბრენდია, ვინაიდან ის თანაბრად სასურველი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის, სქესის, გემოვნების თუ ინტერესების მქონე ადამიანებისათვის.

თანამედროვეობაში უდიდესი მოდის სახლები ოპტიკურ სათვალეებს წარმოადგენენ უახლესი ტენტენციების გათვალისწინებით. ჩარჩოები გადაწყვეტილია სხვადასხვა ფორმებში, ფერებსა თუ მასალებში. გამოიყენებენ უიშვიათეს, ძვირფას მასალებს: ტყავი, ოქრო, ქსოვილები, ძვირფასი თვლები, მათ შორის ბრილიანტები. ბევრი აღიარებული პიროვნების ვიზუალი ჩვენს ცნობიერებაში სამუდამოდ ოპტიკური სათვალით არის დალექილი. ასეთებია: ჯონ ლენონი, სტივ ჯობსი, მერილ სტრიპი, ჯონი დეპიდა სხვა მრავალი.

ახლა კი გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ფოტოებს სათვალით და სათვალის გარეშე. დასკვნა თავად გააკეთეთ: სათვალით თუ უსათვალოდ?

ეკა ამირეჯიბი

ჯონ ლენონი

დალაი ლამა

მერილ სტრიპი

რიჩარდ გირი

სტივ ჯობსი

დენიელ რედკლიფი

ჯონი დეპი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის